აუტიზმის ადრეული ნიშნები – როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს | Allnews.Ge

აუტიზმის ადრეული ნიშნები – როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს

რა მდგომარეობაა და როგორ ვლინდება აუტიზმი, ამ თემაზე გვესაუბრება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მაგისტრი, ქცევის თერაპევტი, ნინო ხმალაძე.– ქალბატონო ნინო, რა მდგომარეობაა აუტიზმი?

– აუტიზმი – ეს არის თავის ტვინის ნეიროფსიქოლოგიური განვითარების დარღვევა, რომელსაც თან ახლავს სირთულეები სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, შეზღუდულ ინტერესებსა და განმეორებით/სტერეოტიპულ ქცევებში, სიახლისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებაში. აღნიშნული სირთულეები შეიძლება იყოს მსუბუქიდან ძლიერ გამოხატულებამდე.

– როდის შეიძლება გამოვლინდეს აუტიზმის სიმპტომები?

– აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე. 18 თვის ან 2 წლის ასაკში ბავშვი ვერ აღწევს ჩვეულებრივი განვითარების დონეს. მშობელსა და ბავშვს შორის ნორმალური ურთიერთობა ირღვევა. რთულია ადრეულ ასაკში აუტიზმის ნიშნების აღმოჩენა, თუმცა თუ ყურადღებით ვიქნებით ჩვილობის ასაკიდანვე, შესაძლებელია, მშობელმა ყურადღება მიაქციოს გარკვეულ ნიშნებს და ამ ნიშნების უქონლობის შემთხვევაში მიმართონ სპეციალისტს.

– როგორია ნორმის დროს ბავშვის განვითარების ეტაპები ასაკის მიხედვით?

ნორმოტიპური ბავშვის განვითარების ეტაპებია:

  • 1 თვის ასაკში მცირე ხნით აფიქსირებს და თვალს აყოლებს მბრწყინავ საგნებს, კრთება და თვალებს ახამხამებს.
  • 2 თვის ასაკიდან დიდხანს ადევნებს თვალს მოძრავ საგნებს, უსმენს ბგერებს და ხმაურს, მასთან მოსაუბრეს სწრაფად პასუხობს ღიმილით და წარმოთქვამს გარკვეულ ბგერებს, იწყებს ღუღუნს.
  • 3 თვის ასაკიდან აჩერებს მზერას უძრავ საგნებზე, გულისყურით უსმენს ხმაურს. სიხარულს ღიმილითა და აქტიური მოძრაობით გამოხატავს. ცდილობს შეეხოს ჩამოკიდებულ სათამაშოს. ღუღუნებს.
  • 4 თვის ასაკიდან ცნობს დედას, თავს იქით აბრუნებს, საიდანაც ბგერა ესმის. იცინის ხმამაღლა, ღუღუნებს ხანგრძლივად. ეპოტინება და იტაცებს ჩამოკიდებულ სათამაშოს.
  • 5 თვის ასაკიდან არჩევს უცხო პირებს ახლობლებისგან. ცნობს დედის ხმას, განასხვავებს ალერსიან და მკაცრ კილოს. ღუღუნებს დიდხანს, იწყებს მარცვლების წარმოთქმას. იღებს სათამაშოს უფროსის ხელიდან. იხილეთ სრულად
myquiz