ჭორები შორენა ბეგაშვილთან რომანზე - ვინ არის კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი მამუკა ფიფია და რა უნდოდა საქართველოს პარლამენტში? | Allnews.Ge

ჭორები შორენა ბეგაშვილთან რომანზე - ვინ არის კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი მამუკა ფიფია და რა უნდოდა საქართველოს პარლამენტში?

სკან­და­ლი მოჰ­ყვა რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ბიზ­ნეს­მე­ნის მა­მუ­კა ფი­ფი­ას მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტოს, რო­მელ­ზეც ჩანს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში იმ­ყო­ფე­ბო­და. ფო­ტო­ე­ბი ფი­ფი­ამ "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა, წარ­წე­რით: "ეც­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას".

snapinsta-1695273217.app_380884680_18392705464009786_7586961521362681505_n_1080-58672.jpg

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­დან ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ვა­სილ ჩი­გო­გი­ძემ მე­დი­ას­თან გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა. "ფი­ფი­ას წლე­ბია ვიც­ნობ, რა­ღა­ცა­ზე უნ­დო­და შეხ­ვედ­რა - ბიზ­ნეს­ზე, 15 წლის წინ ნავ­თობ­გა­და­ზიდ­ვებ­ში იყო...“

რო­გორც ჩი­გო­გი­ძე ამ­ბობს, საშ­ვი ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის თა­ვად და­უშ­ვა, თუმ­ცა, მას­თან შეხ­ვედ­რა ვერ მო­ა­ხერ­ხა.

"მა­მუ­კა ფი­ფი­ას წლე­ბია ვიც­ნობ, მაგ­რამ დიდი ხანი ნა­ნა­ხი არ მყავ­და, ბოლო წლებ­ში ორ­ჯერ იყო ჩა­მო­სუ­ლი და შეხ­ვედ­რა ვერ მო­ვა­ხერ­ხე და მთხო­ვა შეხ­ვედ­რა. და­ემ­თხვა, რომ სე­სია იყო, კენ­ჭისყ­რე­ბი გვქონ­და და მაგ დროს იყო მო­სუ­ლი, თა­ნა­შემ­წეს ვთხო­ვე, საშ­ვი და­ეშ­ვა, ავი­და ჩემს ოთახ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. მე ფი­ზი­კუ­რად ვერ მო­ვა­ხერ­ხე ას­ვლა ერთი სა­ა­თი. გა­ვი­გე, სუ­რა­თი გა­და­უ­ღია, ჩემს სკამ­ზე დამ­ჯდა­რა, შე­იძ­ლე­ბა უნდა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­დეს ან უხა­რია სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა. არ ვიცი, გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი ვარ, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს.

მე შევ­ხვდი დაბ­ლა, ვთხო­ვე სე­სი­ა­ზე ავალ და და­მი­ცა­დე-მეთ­ქი, რა­ი­მე თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. რა­ღა­ცა­ზე უნ­დო­და შეხ­ვედ­რა, ბიზ­ნეს­ზე. არ უთ­ქვამს არა­ფე­რი, გაგ­რძელ­და სე­სია და ვერ მო­ვა­ხერ­ხე სა­უ­ბა­რი. ვიცი, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი ბი­ჭია, 15 წლის წინ ნავ­თობ­გა­და­ზიდ­ვებ­ში იყო, როცა მქონ­და შე­ხე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­გო­გი­ძემ.

shorenabegashvili175-58873-1695273244.jpg

კი­თხვა­ზე: დარ­ბა­ზის ფოტო, რო­მე­ლიც ფი­ფი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მისი გა­და­ღე­ბუ­ლია თუ არა, ჩი­გო­გი­ძე პა­სუ­ხობს - "ახა­ლი გა­და­ღე­ბუ­ლი არ არის. დიდი ხნის წინ გა­და­ღე­ბუ­ლია და აღე­ბუ­ლი აქვს, რაში სჭირ­დე­ბო­და, არ ვიცი“.

ვინ არის მა­მუ­კა ფი­ფია?

ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, ფი­ფია რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. რუ­სუ­ლი მე­დი­ის თა­ნახ­მად, ის საკ­მა­ოდ და­ახ­ლო­ე­ბუ­ლია რუ­სულ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მე­გობ­რობს სერ­გეი გავ­რი­ლოვ­თან. რო­გორც ირ­კვე­ვა, ის ვა­ლე­რი კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან ერ­თად იმ დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რი იყო, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მიერ პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში რუ­სუ­ლი "აზი­მუ­ტის” პირ­ველ რე­ისს ჩა­მოჰ­ყვა. ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბორტზე 86 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის იყ­ვნენ "დე­ლე­გა­ცი­ის” წევ­რე­ბი, "ვის­მა და­ძა­ბულ­მა დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა შრო­მამ ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღო”. იხილეთ სრულად

myquiz