ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა უწყდება: შესაბამისი დასკვნა პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა | Allnews.Ge

ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა უწყდება: შესაბამისი დასკვნა პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა

სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნია ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­წყვე­ტა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

დას­კვნა პრე­ზი­დენტს გა­და­ეგ­ზავ­ნა.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვავ­რცე­ლებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნია ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­წყვე­ტა. შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნა გა­დაგ­ზავ­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან”, - ნათ­ქვა­მია გაცნ­ხა­დე­ბა­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, აშშ-მა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი სა­სან­ქციო პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში სან­ქცი­ე­ბი კი­დევ 24 ინ­დი­ვიდ­ზე გავ­რცელ­და, რო­მელ­თა შო­რი­საა ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს ქარ­თველ-რუს ოლი­გარ­ქად მო­იხ­სე­ნი­ებს, რო­მელ­თა­ნაც რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი (“ეფეს­ბე”) მუ­შა­ობ­და, რათა რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კა­ზე გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა.

თა­ვის მხრივ, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის და­სან­ქცი­რე­ბის სა­კი­თხის შეს­წავ­ლა და­ი­წყო.

სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის „სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ“ თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და­კარ­გავს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, თუ იგი მო­ი­პო­ვებს სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, თუ მას შე­უ­ნარ­ჩუნ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, თუ იგი სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­პო­ვე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ი­ღებს თან­ხმო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე. კა­ნო­ნი პირ­და­პირ ად­გენს, რომ სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის, უნდა არ­სე­ბობ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბის გა­რე­შე უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­პო­ვე­ბა ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და­კარ­გვის სა­ფუძ­ვე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის­თვის არ მი­უ­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით. ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტმა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ იგი ელო­დე­ბა ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­წყვე­ტა­ზე დას­კვნას, რო­მელ­საც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

myquiz