ვინ არის პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა - ორმაგი მკვლელობის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?
ambebi.ge - ის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შსს-ში წლების განმავლობაში მუშაობდა - გურამ ქადეიშვილი გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი იყო, წოდებით ოფიცერი.
"გურამ ქადეიშვილი 55 წლამდე იქნება. ვიცნობდით, როგორც კარგ თანამშრომელს და გამომძიებელს, მომხდარით გაოგნებულები ვართ, მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცი", - ამბობს ბრალდებულის ყოფილი თანამშრომელი.
მისი ყოფილი მეუღლე ვერიკო ქუმსიაშვილი შვილებთან ერთად დოლიძის ქუჩაზე საცხოვრებლად ახალი გადასული იყო. მას ქადეიშვილთან 2 არასრულწლოვანი ქალიშვილი ჰყავდა. ბავშვები შინ იყვნენ, როდესაც ორმაგი მკვლელობა მოხდა, რის მერეც ქადეიშვილმა თავის მოკვლა სცადა.
ჩვენი ინფორმაციით, დანაშაული ტაბელური იარაღით მოხდა.
"ბავშვები ტიროდნენ და იძახდნენ, "მამა, არ გაპატიებთ”. სასწრაფო იყო მოსული, შემდეგ ამ ბავშვებს აწყნარებდნენ. ორი ბავშვი იყო, ერთი, დაახლოებით, 15 წლამდე, მეორე მასზე უმცროსი. ვიფიქრე, ალბათ, ოჯახური კონფლიქტი იყო, თუ მიცვალებულები იყვნენ, ეგ ნამდვილად არ ვიცი. რაც შეეხება დაჭრილ მამაკაცს, მას გადაადგილება თვითონ არ შეეძლო. მაშველებს გამოუძახეს, სასწრაფოს და შემდეგ სასწრაფომ წაიყვანა. ისიც არ ვიცოდი, რომ ორი (გარდაცვლილი) იყო. მე გავიგე ბავშვების ხმა, რომლებიც დედის სახელს იძახდნენ. იქ თუ ბებიაც იყო, ეს ნამდვილად არ ვიცოდი. ამბობენ, რომ ეს ოჯახი სამი თვეა, რაც აქ ცხოვრობს. ახლა გავიგე, რომ ყოფილი მეუღლე იყო [ბრალდებული მამაკაცი]. ყველაფერი მოხდა უხმაუროდ. რომ არ მოსულიყო საპატრულო პოლიცია, ვერაფერს გავიგებდი. არც გასროლა გაგვიგია, სახლში ვიყავი… ის ბავშვები თუ გამოვიდნენ მდგომარეობიდან, არ ვიცი“, - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა შორენა ჟვანიამ. იხილეთ სრულად