"ერთი ფოთოლი აღარ აქვს ხეივანს, ყურძენზე აღარ არის ლაპარაკი" - ძლიერი სეტყვა კახეთში: სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა | Allnews.Ge

"ერთი ფოთოლი აღარ აქვს ხეივანს, ყურძენზე აღარ არის ლაპარაკი" - ძლიერი სეტყვა კახეთში: სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

კა­ხეთ­ში რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი და­ი­სე­ტყვა. სე­ტყვამ მო­სახ­ლე­ო­ბის ხე­ხი­ლის ბა­ღე­ბი გა­ა­ნად­გუ­რა. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, მო­სახ­ლე­ო­ბას წყა­ლი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში შე­უ­ვი­და.

"სარ­დაფ­ში და სამ­ზა­ე­უ­ლო­ში წყა­ლი შე­მო­ვი­და. ერთი ფო­თო­ლი აღარ აქვს ხე­ი­ვანს, ყუ­რძენ­ზე აღარ არის ლა­პა­რა­კი" - აცხა­დებს ად­გი­ლობ­რი­ვი.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­სე­ტყვი­ლია რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი - გრე­მი, ენი­სე­ლი, სა­ბუე, შილ­და.

გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი.

სტი­ქი­ის ზო­ნა­ში უკვე მი­ე­მარ­თე­ბი­ან მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

myquiz