"ათრევდა უმძიმეს ტომრებს, ხეხავდა და წმენდდა იატაკებს, კედლებს, გაზქურებს...დაჩეხილი ჰქონდა თითები" - რას წერს ნუცა სურგულაძის დედა | Allnews.Ge

"ათრევდა უმძიმეს ტომრებს, ხეხავდა და წმენდდა იატაკებს, კედლებს, გაზქურებს...დაჩეხილი ჰქონდა თითები" - რას წერს ნუცა სურგულაძის დედა

ცნო­ბი­ლი მზა­რე­უ­ლის ნუცა სურ­გუ­ლა­ძის დედა, ნინა პერ­ტე­ნა­ვა შვი­ლის შე­სა­ხებ წერს და იმ გზას იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც ნუ­ცამ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად გა­ი­ა­რა.

"ახლა არის კვი­რა დღე, დი­ლის 8 სა­ა­თი, უკვე 3 სა­ა­თია ნუ­ცამ გა­იღ­ვი­ძა და მუ­შა­ობს თა­ვის საყ­ვა­რელ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. რა­ტომ ვწერ ამას? იმი­ტომ რომ ნუ­ცას აქვს სა­ო­ცა­რი უნა­რი ყვე­ლა თა­ვი­სი ოც­ნე­ბა აქ­ცი­ოს რე­ა­ლო­ბად, მაგ­რამ ხში­რად არ ჩანს თუ რო­გო­რი შრო­მის ფა­სად აკე­თებს ამას. 16 წლი­სამ გა­და­წყვი­ტა თა­ვი­სი ოც­ნე­ბის პრო­ფე­სია ეს­წავ­ლა, თან ეს­წავ­ლა ამ დარ­გის სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან.

ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­წყეთ ხელი, რომ გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით წა­სუ­ლი­ყო საფ­რან­გეთ­ში. ნუცა იმ­დე­ნად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო, რომ ყო­ველ­გვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­რე­შე პირ­ვე­ლი­ვე გა­სა­უბ­რე­ბა­ზე აიყ­ვა­ნეს გორ­დონ რამ­ზის რეს­ტო­რან­ში. მუ­შა­ობ­და დღე­ში 12 სა­ა­თი, კვი­რა­ში 6 დღე. ყო­ველ ღამე ერ­თად ვტი­რო­დით ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რის დროს, იმ­დე­ნად რთუ­ლი იყო მის­თვის ეს სა­მუ­შაო. რომ იყო არას­რულ­წლო­ვა­ნი და სუს­ტი - ეს არა­ფერს ნიშ­ნავ­და, მას სთხოვ­დნენ ისე­ვე, რო­გორც სხვა თა­ნამ­შრომ­ლებს (ერ­თა­დერ­თი გოგო იყო უზარ­მა­ზარ კო­ლექ­ტივ­ში) ნუცა ათ­რევ­და უმ­ძი­მეს ტომ­რებს, თლი­და ასო­ბით კგ კარ­ტო­ფილს, ძლი­ე­რი ქი­მი­კა­ტე­ბით ხე­ხავ­და და წმენ­დდა ყო­ველ დღე ია­ტა­კებს, კედ­ლებს, გა­ზ­ქუ­რებს, მოკ­ლედ ყვე­ლა­ფერს.

როცა გა­და­იყ­ვა­ნეს ბოსტნე­უ­ლის დაჭ­რა­ზე - და­ჩე­ხი­ლი ჰქონ­და თი­თე­ბი, ცხელ კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას - უამ­რავ დამ­წვრო­ბას იღებ­და, ვე­ვედ­რე­ბო­დი რომ ასე ნუ წვა­ლობ­და და წა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ იმ­დე­ნად უყ­ვარ­და და აინ­ტე­რე­სებ­და ეს პრო­ფე­სია, რომ ბო­ლომ­დე შეძ­ლო ეს­წავ­ლა ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად კარ­გად, რომ სა­უ­კე­თე­სო ინ­ტერ­ნად და­სა­ხელ­და და მი­ი­ღო მუ­შა­ო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა მიშ­ლე­ნის ვარ­სკვლა­ვის მქო­ნე რეს­ტორ­ნის­გან. იქ კი­დევ უფრო მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი იყო, მეტი მო­თხოვ­ნა და მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

შუ­ა­ღა­მი­სას, ეკო­ნო­მი­ის მიზ­ნით ფე­ხით ბრუნ­დე­ბო­და სახ­ლში, ზოგ­ჯერ წვი­მა­შიც, ღო­ნე­დაც­ლი­ლი და გა­მო­უ­ძი­ნე­ბე­ლი კი დი­ლის 8-ზე ად­გილ­ზე იყო და არც ერთი დღე არ გა­უც­დე­ნია. ჩემ­თან არა­ვის აკ­რი­ტი­კებ­და, არ წუ­წუ­ნებ­და, თან მა­წყნა­რებ­და, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო და ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წევ­და. მა­სეც მოხ­და... მას შეს­თა­ვა­ზეს გრძელ­ვა­დი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი პა­რიზ­ში, თა­ვის სა­ოც­ნე­ბო პო­ზი­ცი­ა­ზე, სხვა დროს რომ 2 წელი მო­უ­წევ­და ამ პო­ზი­ცი­ამ­დე მუ­შა­ო­ბა. მაგ­რამ ნუცა ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­მო­ცა­და სა­კუ­თა­რი თავი მას­ტერ­შეფ­ში და გა­ი­მარ­ჯვა, იმი­ტომ რომ 24 სა­ა­თი ტეს­ტავ­და რე­ცეპ­ტებს, სვამ­და გე­მო­ებს, სხვა არა­ფერ­ზე ფიქ­რობ­და.

მახ­სოვს ფი­ნალ­ში სა­ნამ გა­მო­ა­ცხა­დებ­დნენ გა­მარ­ჯვე­ბულს, კი­ნა­ღამ გული წა­მი­ვი­და ემო­ცი­ე­ბის­გან. შემ­დეგ ძა­ლი­ან ვხა­ლი­სობ­დი კო­მენ­ტა­რებ­ზე, სა­დაც ხალ­ხი სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით წერ­და, რომ დე­დამ ჩა­უ­წყო გა­მარ­ჯვე­ბაო (მე ასე­თი ძლე­ვა­მო­სი­ლი და ყვე­ლა ერ­თად უპ­რინ­ცი­პო­ე­ბი რომ ვე­გო­ნეთ). მე ძა­ლი­ან მჯე­რო­და მისი გა­მარ­ჯვე­ბის, მხო­ლოდ მე მჯე­რო­და.ნუცა, ისე­ვე რო­გორც მე წლე­ბის წინ, დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ თა­ვი­სი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში და­ა­ბან­დოს, ჩა­მო­იყ­ვა­ნა სა­უ­კე­თე­სო შეფი საფ­რან­გე­თი­დან და უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით, აა­წყვეს თა­ვი­სი საქ­მე. უამ­რა­ვი სირ­თუ­ლე გა­ი­ა­რა, წინ კი­დევ ბევ­რი სირ­თუ­ლე ექ­ნე­ბა, მა­რამ ნუცა ჩემ­თვის ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ნატ­ვრა რე­ა­ლო­ბად შე­იძ­ლე­ბა აქ­ციო მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ეს თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. გა­დად­გით ნა­ბი­ჯი სა­კუ­თა­რი მიზ­ნის­კენ და არ გაფ­ლან­გოთ დრო მი­ზე­ზე­ბის ძებ­ნა­ში ან გა­რე­მო­ე­ბე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა­ში, თუ რა­ტომ ვერ მი­აღ­წი­ეთ მი­ზანს", - წერს ნინა პერ­ტე­ნა­ვა.

myquiz