ქართველი ჰალკი ქორწინდება - ვინ არის ლევან საგინაშვილის რჩეული? | Allnews.Ge

ქართველი ჰალკი ქორწინდება - ვინ არის ლევან საგინაშვილის რჩეული?

ქარ­თვე­ლებს ჩვე­ნი ჰალ­კი გვყავს - დიდი, კე­თი­ლი და მხი­ა­რუ­ლი მკლავ­ჭი­დე­ლი. ცოტა ხნის წინ მან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა - და­ი­ნიშ­ნა. რო­გორ გან­ვი­თარ­და ლე­ვან სა­გი­ნაშ­ვი­ლის კა­რი­ე­რა, ვინ არის მისი რჩე­უ­ლი და რო­დის გეგ­მავს ქორ­წილს, ამა­ზე სპორ­ტსმენ­მა ექ­სკლუ­ზი­უ­რად "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ისა­უბ­რა, გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს სტა­ტი­ი­დან:

- თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი ვარ, წარ­მო­შო­ბით კი სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის, სო­ფელ ნი­ნოწ­მინ­დი­დან.

- ჰალ­კი ვინ და­გარ­ქვათ?

- ვარ­ჯი­ში რომ და­ვი­წყე, მა­ლე­ვე შე­მარ­ქვეს, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან სწრა­ფად მეზ­რდე­ბო­და ხე­ლე­ბი, კუნ­თე­ბი... ზუს­ტად ვინ და­მი­ძა­ხა პირ­ვე­ლად, არ მახ­სოვს, მაგ­რამ სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­ში რომ იყო ეს, 2010 წელს, კარ­გად მახ­სოვს.

halki1-85160-1694843606.jpg

- დიდი ბავ­შვი იყა­ვით?

- არა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მა­ღა­ლიც კი არ ვყო­ფილ­ვარ, თუმ­ცა მტე­ვა­ნი და მაჯა ყო­ველ­თვის მსხვი­ლი მქონ­და. 15-16 წლის ასაკ­ში 1,93 სან­ტი­მეტ­რამ­დე გა­ვი­ზარ­დე, თუმ­ცა გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი, 80 კი­ლოგ­რა­მამ­დე. 19 წლი­სამ და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში, მას შემ­დეგ ყო­ველ­წლი­უ­რად 5-10 კი­ლოგ­რამს ვი­მა­ტებ­დი და ახლა 173 კი­ლოგ­რამს ვი­წო­ნი. ფეხი 48,5 ზომა მაქვს. ტან­საც­მლის ყიდ­ვა დიდი პრობ­ლე­მაა. სად­მე თუ გა­და­ვა­წყდე­ბი ჩემს ზო­მას, მა­შინ­ვე ვყი­დუ­ლობ. არ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს. სხვა­თა შო­რის, ევ­რო­პა­შიც არაა ჩემი ზო­მის სა­მო­სი.

lelaaaaaq-85173-1694843624.jpg

- ბავ­შვო­ბა­ში რა ინ­ტე­რე­სე­ბი გქონ­დათ?

- სპორ­ტი ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და, თით­ქმის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა მა­ინ­ტე­რე­სებ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ფეხ­ბურ­თი და ავ­ტოს­პორ­ტი. ერთხანს ფეხ­ბურ­თსაც ვთა­მა­შობ­დი, მაგ­რამ ბო­ლოს მკლავ­ჭიდ­ში აღ­მოვ­ჩნდი. კორ­პუს­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ­დი, ფიტ­ნეს­დარ­ბა­ზი გა­იხ­სნა. იქ გა­ვი­ცა­ნი მკლავ­ჭი­დე­ლი და მკლავ­ჭი­დის მწვრთნე­ლი ლადო ხუ­ციშ­ვი­ლი. და­მი­ნა­ხა თუ არა, მა­შინ­ვე მი­თხრა, თუ სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში და­ი­წყებ ვარ­ჯიშს, 5 წე­ლი­წად­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­დე­ბიო. ლა­დოს დახ­მა­რე­ბით გა­დავ­დგი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი - მი­მიყ­ვა­ნა ნაკ­რე­ბის დარ­ბაზ­ში, და­მა­წყე­ბი­ნა ვარ­ჯი­ში, რომ იტყვი­ან, გზა­ზე და­მა­ყე­ნა. ეს 2009 წელს მოხ­და და 5 წე­ლი­წად­ში მარ­თლაც გავ­ხდი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი. იხილეთ სრულად

myquiz