"უზარმაზარი შენობა თურმე იმიტომ უნდა დაინგრეს, რომ სარდაფში ბზარი აღმოაჩინეს... ეს მე შემეხო, როგორც აუტისტი ბავშვის მშობელს" - მშობელი | Allnews.Ge

"უზარმაზარი შენობა თურმე იმიტომ უნდა დაინგრეს, რომ სარდაფში ბზარი აღმოაჩინეს... ეს მე შემეხო, როგორც აუტისტი ბავშვის მშობელს" - მშობელი

დღეს თე­ატრმ­ცოდ­ნე გვან­ცა გუ­ლი­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც აუ­ტიზ­მის სპექტრის მქო­ნე ბავ­შვის დე­დაა, ფე­ის­ბუკ­ში ემო­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბას ითხოვს:

"შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი დაგ­ვა­ტე­ხეს დღეს თავს ილი­ას ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს. გა­უფრ­თხი­ლებ­ლად, ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­პი­რო­ბის გა­რე­შე, ორი სა­ა­თის წინ ვი­გებთ, რომ ცენ­ტრი იხუ­რე­ბა. სამ­ხა­რა­ულ­მა მო­ი­თხო­ვა მთე­ლი შე­ნო­ბის (სა­უ­ბა­რია ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვარ კორ­პუს­ზე) დან­გრე­ვა! უნდა და­ინ­გრე­სო, ხალ­ხო. ამას გვი­ცხა­დე­ბენ სწავ­ლის და­წყე­ბის წინა დღეს და ასზე მეტ აუ­ტისტ ბავ­შვს ტო­ვე­ბენ თე­რა­პი­ე­ბის გა­რე­შე.... მე ვიცი, რომ დე­დე­ბი ხვა­ლი­დან მო­ვიკ­რებთ ძა­ლას და ყვე­ლაფ­რის ფა­სად, ყვე­ლაფ­რის, შე­ვეც­დე­ბით ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის ასე მხე­ცუ­რად წა­გ­ლე­ჯი­ლი და პრინ­ციპ­ში, ერ­თა­დერ­თი სო­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცე მო­ვი­პო­ვოთ. ვიცი, რომ და­ვიგ­ლეჯთ უკა­ნას­კნელ ნერვს, გა­ვა­თე­ნებთ ღა­მე­ებს, რო­გორც ეს უკვე არა­ერ­თხელ მო­უ­წი­ათ ამ დამ­პალ სა­ხელ­მწი­ფო­ში სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მის მქო­ნე შვი­ლე­ბის დე­დებს, მაგ­რამ ყვე­ლას გთხოვთ, ნუ შეგ­ვა­ტო­ვებთ ამ გა­უ­გო­ნარ სი­ვე­ლუ­რეს, ვან­და­ლიზმს, ზი­ზღს, ბო­რო­ტე­ბას მარ­ტო დე­დებს, ჩვენ თუნ­დაც ყვე­ლაფ­რის­შემ­ძლე­ე­ბი­ვით აღ­ქმუ­ლე­ბი ერთ დღეს უბ­რა­ლოდ ქანცში გავ­წყდე­ბით“.

სა­კი­თხის უკეთ გა­სარ­კვე­ვად, AMBEBI.GE გვან­ცა გუ­ლი­აშ­ვილს ესა­უბ­რა:

"ილი­ა­უ­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ბა­ზა­ზე არ­სე­ბულ ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრზეა სა­უ­ბა­რი. დღეს 2 სა­ათ­ზე თე­რა­პევ­ტე­ბის­გან მოგ­ვი­ვი­და მე­სი­ჯი, რომ ვი­ხუ­რე­ბით. 1 თვე არ­და­დე­გე­ბი გვქონ­და, ხვალ 12 სა­ათ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად იწყე­ბო­და სე­სი­ე­ბი, უკვე ცხრი­ლე­ბი გვქონ­და მი­ღე­ბუ­ლი და და­ნარ­ჩე­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი - და­გეგ­მი­ლი, რაც ამ სპექტრის ბავ­შვე­ბის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. დრო­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ასე მარ­ტი­ვად არ ხდე­ბა. ასე, ცა­მოწ­მენ­დილ­ზე მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფორ­სმა­ჟო­რია და ვი­ხუ­რე­ბით. თურ­მე სამ­ხა­რა­ულს უკვე სამი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტა­რე­ბია ( ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რამ­დე­ნი ხა­ნია ეს იცი­ან). ისიც გა­სარ­კვე­ვია, ნამ­დვი­ლად და­სან­გრე­ვია, თუ არა ეს შე­ნო­ბა. მე ჩემი პი­რა­დი და კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სი მაქვს, ეს მე შე­მე­ხო, რო­გორც აუ­ტის­ტი ბავ­შვის მშო­ბელს. სუ­ლაც ხვალ რომ გა­მო­მი­ძებ­ნონ ცენ­ტრი, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ამ ცენ­ტრის გა­და­წყო­ბას სხვა შე­ნო­ბა­ში 1 თვე დას­ჭირ­დე­ბა. ცენ­ტრში 280 აუ­ტისზ­მის სპექტრის ბავ­შვია, ეს ერთი თვე ამ ბავ­შვე­ბის­თვის არის აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი ერთი თვე. არა­ფერს გვე­უბ­ნე­ბი­ან, არც რა­მეს გვპირ­დე­ბი­ან - აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ვინ არა­ფერს გვე­უბ­ნე­ბა, ერთი და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი სი­ტყვაც არ უთ­ქვამთ, სა­ერ­თოდ არა­ვინ გა­მო­დის კონ­ტაქ­ტზე. ის მა­ინც მი­თხრან, აიღე ეგ სტა­ტუ­სი და ხვალ აქა და აქ გიშ­ვებ­თო.

თვი­თონ ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­მაც არა­ფე­რი იცის... ეს ხდე­ბა ისეთ დროს, როცა ყვე­ლა სხვა ცენ­ტრი ისე გა­დატ­ვირ­თუ­ლია, ვე­რა­ფერს გავ­ხდი - ეგ­რე­ვე რეკ­ვა და­ვი­წყე, ისიც ვუ­თხა­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, და­ფი­ნან­სე­ბა მი­ღე­ბუ­ლი მაქვს, სა­ათ­ში 35 ლარს გა­და­ვიხ­დი­დი-მეთ­ქი (სა­ჭი­როა მი­ნი­მუმ 20 სა­ა­თი) და იმ­დე­ნად გა­დავ­სე­ბუ­ლია სხვა ცენ­ტრე­ბი, ამა­ზეც კი ვერ დამ­თან­ხმდნენ. ჯერ კი­დევ რო­დის ვლა­პა­რა­კობ­დით ცენ­ტრე­ბის დე­ფი­ციტ­ზე და იმის მა­გივ­რად, ამა­ზე ემუ­შა­ვათ, ცენ­ტრს გვი­ხუ­რა­ვენ, თან ისე, რომ ნაზ­რუ­ნი არ აქვთ, ამ­დე­ნი ბავ­შვი სად გან­თავ­სდე­ბა. ისიც იცო­დეთ, რომ ამ ბავ­შვებს მი­ნი­მუმ 2 თვე მა­ინც დას­ჭირ­დე­ბათ ახალ მი­სა­მარ­თზე შე­გუ­ე­ბა (რომც შე­ეც­ვა­ლათ). ხვდე­ბით, რას­თან გვაქვს საქ­მე? არა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხი, არა­ფე­რი ხდე­ბა და ვი­ცით მხო­ლოდ ის, რომ სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რომ მე­სა­მე გა­და­მოწ­მე­ბით და­წე­რა - უნდა და­ინ­გრეს.

ამ სა­კი­თხის მე­ო­რე მხა­რე­ცაა - ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ებ­რძვის ილი­ა­უნს. მე პი­რა­დად, ერთი მო­ქა­ლა­ქე გუ­ლი­აშ­ვი­ლი, გა­მოვ­თქვამ სა­ფუძ­ვლი­ან ეჭვს და ვფიქ­რობ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე უბ­რა­ლოდ შე­ვი­და სამ­ხა­რა­უ­ლი და გა­და­წყვი­ტა შე­ნო­ბის დან­გრე­ვა. ის უზარ­მა­ზა­რი მთე­ლი შე­ნო­ბა თურ­მე იმი­ტომ უნდა და­ინ­გრეს, რომ სარ­დაფ­ში დიდი ბზა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გეგ­მი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის დროს, რო­მე­ლიც ყვე­ლა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას უტარ­დე­ბა ზა­ფხულ­ში, აღ­მო­ა­ჩი­ნეს დიდი ზო­მის ბზა­რი, სამ­ხა­რა­ულ­მა და­ი­წყო მოკ­ვლე­ვა და დადო დას­კვნა, რომ შე­ნო­ბა იმ­დე­ნად ავა­რი­უ­ლია, მისი ექ­სპლო­ა­ტა­ცია შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­დე­საც ჩვე­ნი ცენ­ტრის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ილი­ა­უნს სთხო­ვა, სა­დაც წახ­ვალთ, იქ წაგ­ვიყ­ვა­ნე­თო, მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ისე­თი დაბ­ნე­უ­ლო­ბაა, შე­საძ­ლოა ლი­ცენ­ზი­ის ჩა­მორ­თმე­ვამ­დე მი­ვი­დეს საქ­მე.

ყვე­ლა ვხვდე­ბით, რომ აქ მხო­ლოდ შე­ნო­ბის პრობ­ლე­მას­თან არ გვაქვს საქ­მე - უნი­ვერ­სი­ტეტს ებ­რძვი­ან, ამ ბრძო­ლა­ში მოვ­ყე­ვით ჩვენც და არის ნული გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა იმი­სა, ეს რამ­დე­ნად მძი­მე შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნია ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში. ჩემი მე­ო­რე შვი­ლი ილი­ა­უ­ნის სტუ­დენ­ტია, ან სტუ­დენ­ტებს სად წა­იყ­ვა­ნენ? ფაქ­ტი არის მხო­ლოდ ის, რომ მი­ვი­ღეთ მე­სი­ჯი, რომ და­ი­ხუ­რა ცენ­ტრი, და­ნარ­ჩე­ნი არა­ვინ არა­ფე­რი ვი­ცით. ყვე­ლას გთხოვთ, ნუ შეგ­ვა­ტო­ვებთ ამ გა­უ­გო­ნარ სი­ვე­ლუ­რეს, ვან­და­ლიზმს, ზი­ზღს, ბო­რო­ტე­ბას მარ­ტო დე­დებს, მი­აწ­ვდი­ნეთ ხმა ყვე­ლას, დაგ­ვი­დე­ქით მხარ­ში. ჩვენ გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია და შეძ­ლო ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­თელ­ვა, ამის იქით თქვენ­თვის მო­მინ­დია იმის წარ­მოდ­გე­ნა რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს“.

myquiz