რატომ არის ცრემლები სასარგებელო? | Allnews.Ge

რატომ არის ცრემლები სასარგებელო?

ტირილი ამცირებს სტრესის დონეს და ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას. ცრემლები ეხმარება ადამიანის ორგანიზმიდან სტრესის ჰორმონის კორტიზოლის გამოყოფას. გარდა ამისა, ტირილის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ოქსიტოცინს და სეროტონინს. ესენი კი ბედნიერების, სითბოს, სიყვარულის ჰორმონებია.

გარდა ამისა, ცრემლებს აქვთ ანტიმიკრობული ეფექტი მათში ლიზოციმის შემცველობის გამო. ცრემლი შეიცავს ლიზოციმს - ეს არის ნივთიერება, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ბაქტერიებსა და ვირუსებზე.

myquiz