თუ სესხი აიღეთ და ვერ გადაიხადეთ - იურისტის რჩევები ძველი სესხებისგან თავის დასაღწევად | Allnews.Ge

თუ სესხი აიღეთ და ვერ გადაიხადეთ - იურისტის რჩევები ძველი სესხებისგან თავის დასაღწევად

გაზეთ "კვირის პალიტრაში" ისევ გრძელდება სამოქალაქო საკითხებზე კითხვების გამოგზავნა. ჩვენი ერთგული მკითხველების შეკითხვებს პასუხს გასცემს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი:

- 2016 წელს ავიღე სესხი ბანკიდან 15.000 ლარის ოდენობით, ერთი წელი ვიხდიდი გრაფიკის მიხედვით, მაგრამ შემდეგ დავკარგე სამსახური და ვეღარ მოვახერხე გადახდა. დღეს მომივიდა სასამართლოსგან სარჩელი, სადაც მოსარჩელედ ბანკის მაგივრად წერია პრობლემური აქტივების ბიურო. ვერ გავიგე, ბანკის მაგივრად ეს ბიურო რატომ მთხოვს თანხას და რა უნდა გავაკეთო?

- როდესაც ბანკის ნაცვლად პრობლემური აქტივების ბიურო გიკავშირდებათ, ეს ნიშნავს, რომ ბანკმა თქვენ მიმართ გაასხვისა მოთხოვნა. მოთხოვნა, კანონით დადგენილი წესის მიხედვით არის ქონება, რომელიც შეიძლება გასხვისდეს სხვა პირზე და ამისათვის თქვენი ნებართვა საჭირო არ არის, თუ კანონის საფუძველზე საამისოდ საპატიო საფუძველი არ არსებობს, ანუ რა შემთხვევაშიც შეიძლება თქვენი ნებართვის გარეშე არ გასხვისდეს. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ სესხი ხანდაზმულია, რაც გულისხმობს, რომ სესხს სამართლებრივი იძულების გზით ვერ დაიბრუნებს გამსესხებელი, ხანდაზმული სესხი შეიძლება მხოლოდ მსესხებლის კეთილი ნების საფუძველზე დაბრუნდეს, ხოლო თუ სარჩელი შეტანილია სასამართლოში, აუცილებელია საპროცესო ვადებში მოამზადოთ და შეიტანოთ სასამართლოში პასუხი (შესაგებელი), წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიღებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო და დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას, ამიტომ ხანდაზმულ სესხზე აუცილებელია შესაგებლის (პასუხის) მომზადება. რეალურად შესაგებელი არის ის, რაც მოცემულ შემთხვევაში დაიცავს მსესხებლის ინტერესებს.

- 2017 წლის ივლისში ავიღე ბანკში სესხი, რომელსაც ვიხდიდი რამდენიმე თვე და მერე ვეღარ გადავიხადე. ბოლო გადახდა მქონდა 2017 წლის დეკემბერში. ამდენი წლის მერე პრობლემური აქტივების ბიურო მირეკავს თითქმის ყოველდღე და მეუბნება, რომ ეს სესხი ბანკიდან იყიდეს და მთხოვენ თანხის გადახდას, როგორ უნდა მოვიქცე?

- როდესაც ბანკის ნაცვლად პრობლემური აქტივების ბიურო გიკავშირდებათ, ეს ნიშნავს, რომ ბანკმა თქვენ მიმართ გაასხვისა მოთხოვნა. მოთხოვნა, კანონით დადგენილი წესის მიხედვით არის ქონება, რომელიც შეიძლება გასხვისდეს სხვა პირზე და ამისათვის თქვენი ნებართვა საჭირო არ არის, თუ კანონის საფუძველზე საამისოდ საპატიო საფუძველი არ არსებობს, ანუ, რა შემთხვევაშიც შეიძლება თქვენი ნებართვის გარეშე არ გასხვისდეს. რაც შეეხება საკითხს, რა შეიძლება გააკეთოთ მოცემულ შემთხვევაში, როგორ უნდა დაიცვათ თქვენი უფლება - უნდა მომზადდეს სარჩელი მოთხოვნით, რომ სესხი აღიარებულ იქნეს ხანდაზმულად სასამართლო გადაწყვეტილებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება კომპანიამ შეიტანოს სარჩელი თქვენს წინააღმდეგ და თუ თქვენი ინფორმირება არ ან ვერ მოხერხდა აღნიშნულის შესახებ, სასამართლო მიიღებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ და ხანდაზმული სესხის გადახდა დაგეკისრებათ. სესხის ხანდაზმულად აღიარება ასევე საფუძველია კრედიტინფოში საკრედიტო ისტორიის შეცვლის.

განაგრძეთ კითხვა

myquiz