"ხალხი დაკრძალვაზეც ვერ მიდის, ისეა დანგრეული აქაურობა" - რა ვითარებაა ახლა გურიაში? | Allnews.Ge

"ხალხი დაკრძალვაზეც ვერ მიდის, ისეა დანგრეული აქაურობა" - რა ვითარებაა ახლა გურიაში?

გუ­რი­ა­ში სტი­ქი­ამ იმა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა შექ­მნა, ვიდ­რე შო­რი­დან ჩანს ან წარ­მო­ვიდ­გენთ: მი­წის­გან შთან­თქმუ­ლი სოფ­ლე­ბი, ნან­გრე­ვე­ბად ქცე­უ­ლი სახ­ლე­ბი, წყლის­გან წა­ღე­ბუ­ლი ხი­დე­ბი, ფუ­ძი­დან აყ­რი­ლი ოჯა­ხე­ბი და ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რა­ვი: სიკ­ვდი­ლი…

აქ სტი­ქი­ამ ორი ბავ­შვი და ერთი ხან­დაზ­მუ­ლი იმ­სხვერ­პლა: 11 წლის თორ­ნი­კე ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, 12 წლის იური გუ­ჯა­ბი­ძე და 82 წლის თი­ნა­თინ რუ­სა­ძე.11 წლის თორ­ნი­კე ადი­დე­ბულ­მა წყალ­მა მა­მას ხე­ლი­დან გა­მოგ­ლი­ჯა. ბავ­შვი სახ­ლი­დან 5 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით იპო­ვეს. 12 წლის იუ­რის და 82 წლის თი­ნა­თინს სახ­ლთან ახ­ლოს, მი­წის ქვეშ მი­აგ­ნეს - მცო­ცავ­მა მი­წამ ისი­ნი სახ­ლე­ბი­ა­ნად წა­ი­ღო. და­მე­წყრილ მა­სა­ში ლან­ჩხუ­თის 8 სო­ფე­ლი და ოზურ­გე­თის 3 სო­ფე­ლი მოყ­ვა.

სამ­ყა­როს მო­წყვე­ტი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად მო­ხა­ლი­სე­ე­ბიც ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ უგ­ზო­ო­ბის გამო, ყველ­გან ვერ მი­დი­ან. სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ამ ეტაპ­ზე სახლ-კარი 122 ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა. ზო­გი­ერ­თი მე­ზო­ბელ­თან, შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო სახ­ლში ათევს ღა­მეს და გა­თე­ნე­ბას იმ ში­შით ელო­დე­ბა, რომ სახლ-კარი აღარ დახ­ვდე­ბა. გუ­რი­ა­ში დღეს გა­მო­ი­და­რა. თუმ­ცა, მე­წყრის შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი იც­ვლე­ბა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი­დან ჩვენ არა­ერ­თს და­ვუ­კავ­შირ­დით. ყვე­ლა მათ­გა­ნი მომ­ხდა­რის და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თსა და იმა­ვე შემ­ზა­რავ სუ­რათს აღ­წერს.

გვან­ცა ოდი­ლა­უ­რი, ლან­ჩხუ­თის სო­ფე­ლი ოდი­ლა­უ­რი:

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, სო­ფელ­ში ყვე­ლა­ნი ცო­ცხლე­ბი გა­დავ­რჩით, მაგ­რამ ირ­გვლივ ბევ­რი შუ­ა­ში გახ­ლე­ჩი­ლი ეზო და ად­გილს მო­წყვე­ტი­ლი სახ­ლია. ჩემს ერთ-ერთ მე­ზო­ბელს მე­წყერ­მა სა­ერ­თოდ ეზოს მე­სა­მე­დი წა­არ­თვა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, თა­ვად გა­დარ­ჩა, მაგ­რამ შო­კი­რე­ბუ­ლი ჰყვე­ბა, - გამ­თე­ნი­ი­სას მი­წის გუ­გუნ­მა გა­მაღ­ვი­ძა, ფან­ჯრი­დან რომ გა­ვი­ხე­დე, ჩვე­ნი ეზოს ნაძ­ვი და­ვი­ნა­ხე, რო­მე­ლიც ეზოს ზემო ნა­წი­ლი­დან ქვე­მო ნა­წი­ლი­სა­კენ "მო­დი­ო­და", გა­თე­ნე­ბი­სას კი უკვე სახ­ლი­დან დიდი და­შო­რე­ბით იდ­გაო.

- ესე იგი, მე­წყრის დაძ­ვრას წინ მი­წის გუ­გუ­ნი უძღო­და… ასე ხომ მი­წისძვრის დროს ხდე­ბა ხოლ­მე,..

- კი, ასეა. გე­ო­ლო­გებ­მაც ეს თქვეს, როცა ჩვენს სო­ფელ­ში ამო­ვიდ­ნენ, ალ­ბათ კო­კის­პი­რულ წვი­მას მი­წის ბიძ­გე­ბიც და­ემ­თხვა და იმი­ტომ ამოძ­რავ­და ყვე­ლა­ფე­რიო… არ ვიცი…. ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, მი­წისძვრა რომ ყო­ფი­ლი­ყო, ნუთუ ბიძ­გე­ბი არ უნდა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო?! თუმ­ცა, ფაქ­ტი ის არის, რომ მომ­ხდარ­მა ყვე­ლა გაგ­ვა­ნად­გუ­რა. და­ღუ­პუ­ლე­ბიც და ცო­ცხლად დარ­ჩე­ნი­ლე­ბიც. ვი­საც სახლ-კა­რის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და, მის­თვის ეს უზარ­მა­ზა­რი ტრა­გე­დი­აა. ამ ხალ­ხს თა­ვი­სი მი­წი­დან აყრა რომ ნდო­მო­და, აქამ­დე წა­ვი­დო­და სად­მე. თურ­მე უბე­დუ­რე­ბა სულ ჩვენ გვერ­დით დგას და ამას ვერ ვგრძნობთ. წინა დღეს ამინდს კა­ტას­ტრო­ფის არა­ფე­რი ეტყო­ბო­და. სა­ღა­მოს 7 სა­ა­თამ­დე მშვი­დი და მზი­ა­ნი ამინ­დი იყო, სრუ­ლი სიმ­შვი­დე იდგა. წვი­მა სა­ღა­მოს 7 სა­ა­თი­დან და­ი­წყო და თან­და­თან მო­ი­მა­ტა. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო… ისე­თი ნა­კა­დით მო­დი­ო­და, ჭურ­ჭლი­დან რომ წყალს გად­მო­აქ­ცევ. გამ­თე­ნი­ი­სას, ამ დელ­გმა­ში ისე­თი გუ­გუ­ნი და­ი­წყო, რომ ხალ­ხი გა­აღ­ვი­ძა. ამ ხმა­ზე რომ წა­მო­ვარ­და, ზოგ­მა მა­შინ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მე­წყერს სახლ-კა­რი­ა­ნად წა­მო­ე­ღო. ზოგ­თან მე­წყე­რი ნა­წი­ლობ­რივ იყო შე­ვარ­დნი­ლი, კედ­ლე­ბი ჰქონ­და შენგრე­უ­ლი. ჩვე­ნი 12 წლის ბიჭი ასე და­ი­ღუ­პა, ის სახ­ლი წა­ი­ღო წყალ­მა, სა­დაც ეძი­ნა. ბავ­შვმა ალ­ბათ გაღ­ვი­ძე­ბაც ვერ მო­ას­წრო. იხილეთ სრულად

myquiz