"4 წლისას უკვე 3 ენაზე კითხვა შემეძლო. 1 წე­ლი­წად­ში 500 წიგ­ნი წა­ვი­კი­თხე" - მომღერალი, რომელსაც კითხვის განსაკუთრებული უნარი აქვს | Allnews.Ge

"4 წლისას უკვე 3 ენაზე კითხვა შემეძლო. 1 წე­ლი­წად­ში 500 წიგ­ნი წა­ვი­კი­თხე" - მომღერალი, რომელსაც კითხვის განსაკუთრებული უნარი აქვს

ქარ­თუ­ლი "ნი­ჭი­ე­რის" და "X-ფაქ­ტო­რის" ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტი, ბერ­ძნუ­ლი "ვო­ი­სის" მე­ო­რე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი დო­დო­ნა ნა­მო­რა­ძე ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა მო­ზარ­დო­ბი­სას გა­იც­ნო. სიმ­ღე­რის ნი­ჭის გარ­და, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო 14 წლის დო­დო­ნას ნათ­ქვა­მი - 1 წე­ლი­წად­ში 500 წიგ­ნი წა­ვი­კი­თხეო, რაც ბევ­რს გა­უკ­ვირ­და... აღ­მოჩ­ნდა, რომ კი­თხვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი აქვს, რის შე­სა­ხე­ბაც თა­ვად გვი­ამ­ბობს...

- როცა 14 წლის ვი­ყა­ვი, მხო­ლოდ სწავ­ლით და სპორ­ტით გახ­ლდით და­კა­ვე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თვის დრო­ის გა­ნა­წი­ლე­ბა ბევ­რად მარ­ტი­ვი იყო... წელს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ გა­სუ­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვსწავ­ლობ­დი, ვმუ­შა­ობ­დი, ვმღე­რო­დი... ასე­ვე, ჩემი ბიზ­ნე­სი მქონ­და... ამ ყვე­ლაფ­რის გამო, წიგ­ნე­ბის კი­თხვის­თვის დრო არ მრჩე­ბო­და, მაგ­რამ ცოტ-ცო­ტას მა­ინც ვკი­თხუ­ლობ­დი.

- ბო­ლოს რო­მე­ლი წიგ­ნი წა­ი­კი­თხეთ?

- დენ ბრა­უ­ნის "ინ­ფერ­ნო". დენ ბრა­უ­ნი მას მერე მიყ­ვარს, რაც "და ვინ­ჩის კოდი" წა­ვი­კი­თხე... სა­ერ­თოდ, როცა წიგნს წა­ვი­კი­თხავ და მო­მე­წო­ნე­ბა, მე­ო­რედ, მე­სა­მე­დაც ვკი­თხუ­ლობ. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, 19-ჯერ წა­მი­კი­თხავს, რად­გან ყო­ველ ჯერ­ზე, ახალ-ახალ რა­ღა­ცებს იღებ მკი­თხვე­ლი. მა­გა­ლი­თად, ჯე­მალ ქარჩხა­ძის "მდგმუ­რი" 6-ჯერ წა­ვი­კი­თხე, "იგი" - 19-ჯერ... თით­ქოს ძა­ლი­ან ად­ვი­ლი ენი­თაა და­წე­რი­ლი, მაგ­რამ რო­დე­საც მე­ო­რედ, მე­სა­მედ კი­თხუ­ლობ, უკვე იცი, მოვ­ლე­ნე­ბი რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა და სი­ტყვებს სხვა­ნა­ი­რად უკ­ვირ­დე­ბი, ბევ­რი ახა­ლი რა­მის აღ­მო­ჩე­ნა შე­გიძ­ლია. თით­ქოს შენ ხარ, ვინც ამ წიგნს წერს... ახლა სტი­ვენ კინ­გის "11/22/63"-ის წა­კი­თხვას ვა­პი­რებ... მაქვს წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც წე­ლი­წად­ში მი­ნი­მუმ, ერთხელ ვკი­თხუ­ლობ. ეს არის ჰო­მე­რო­სის "ილი­ა­და" და ჯე­მალ ქარჩხა­ძის "მდგმუ­რი".

- ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ე­ბი თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა?

- მა­გა­ლი­თად, ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ის შემ­დეგ, "ბინ­დი" დიდი ბუ­ლინ­გის ქვეშ მოჰ­ყვა (იღი­მის). ამის გამო, ბევ­რმა გა­და­წყვი­ტა, წიგ­ნი არ წა­ე­კი­თხა. ამას არ ვემ­ხრო­ბი, რად­გან წიგ­ნი მარ­თლა კარ­გია. იმ ასაკ­ში წა­ვი­კი­თხე, რა ასა­კის­თვი­საც გათ­ვლი­ლია ეს წიგ­ნიც და ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აც. ჩემი აზ­რით, "სწო­რად" ეკ­რა­ნი­ზა­ცია იშ­ვი­ა­თია, მაგ­რამ მა­გა­ლი­თად, "ჰარი პო­ტე­რი" ფილ­მად კარ­გა­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი. ეკ­რან­ზე წიგ­ნი­დან ბევ­რი რა­ღაც ნაჩ­ვე­ნე­ბი არ არის ან შეც­ვლი­ლია, რა თქმა უნდა - ეს ყო­ველ­თვის ხდე­ბა, მაგ­რამ კარ­გი ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ე­ბია... ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს "წიგ­ნის ქურ­დი", რომ­ლის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აც ძა­ლი­ან მომ­წონს! ასე­ვე, მომ­წონს თჰე გი­ვერ. წიგ­ნი იმის შე­სა­ხე­ბაა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად, ადა­მი­ა­ნე­ბი ფე­რებს ვერ ხე­და­ვენ, რად­გან მათ რა­ღაც წამ­ლებს ას­მე­ვენ. ამ პრე­პა­რა­ტე­ბის გამო, უნა­რი არ აქვთ სიყ­ვა­რუ­ლის, ემო­ცი­ე­ბის და ა.შ. ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი გა­და­წყვეტს, წა­მა­ლი აღარ და­ლი­ოს... ნელ-ნელა ადა­მი­ა­ნე­ბი უკვე ფე­რებ­საც ხე­და­ვენ და ბევ­რი რა­ღაც იც­ვლე­ბა. ფილმში ეს ძა­ლი­ან ლა­მა­ზა­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი: თავ­და­პირ­ვე­ლად, შავ-თეთ­რად იწყე­ბა და ფე­რებ­ში ძა­ლი­ან ნელა გა­და­დის - ისე, რომ თვა­ლი ვერ ამ­ჩნევს, სა­ნამ ყვე­ლა­ფე­რი სრულ ფე­რებ­ში არ გა­და­ვა... მომ­ხრე ვარ, ფილ­მის ნახ­ვამ­დე, ჯერ წიგ­ნი წა­ი­კი­თხონ, რომ ბო­ლომ­დე ჩას­წვდნენ, რაც ეკ­რან­ზეა ასა­ხუ­ლი.

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ჯერ ეკ­რა­ნი­ზა­ცია გი­ნა­ხავთ, შემ­დეგ კი - წიგ­ნის წა­კი­თხვის სურ­ვი­ლი გაგ­ჩე­ნი­ათ?

- კი. 14 წლის ვი­ყა­ვი, როცა "სი­ა­მა­ყე და ცრურ­წმე­ნა" ეკ­რან­ზე ვნა­ხე. სამ­წუ­ხა­როდ, წიგ­ნი წა­კი­თხუ­ლი არ მქონ­და. შემ­დეგ წა­ვი­კი­თხე და მო­მე­წო­ნა...

- ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი პირ­ვე­ლად რო­მელ ენა­ზე წა­ი­კი­თხეთ?

- 3 წლის ვი­ყა­ვი, როცა შემ­თხვე­ვით, ჩემ­მა მშობ­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ კი­თხვა შე­მეძ­ლო. 4 წლი­სას უკვე 3 ენა­ზე კი­თხვა შე­მეძ­ლო: ქარ­თუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად და რუ­სუ­ლად. რა თქმა უნდა, ინ­გლი­სუ­რად და რუ­სუ­ლად გა­მარ­თუ­ლად ვერ ვკი­თხუ­ლობ­დი, რად­გან ამ ენებ­ში სხვაგ­ვა­რი გა­მოთ­ქმე­ბია... თურ­მე, მშობ­ლებ­თან მივ­დი­ო­დი და ვე­კი­თხე­ბო­დი, - ეს რა ასოა-მეთ­ქი? ხუმ­რო­ბა-ხუმ­რო­ბა­ში კი­თხვა შე­მო­მეს­წავ­ლა (იცი­ნის). სა­შინ­ლად ცელ­ქი, ხმა­უ­რი­ა­ნი ვი­ყა­ვი. ჩემი გა­ჩე­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა ახა­ლი წიგ­ნის ყიდ­ვა იყო, რად­გან ერთი წიგ­ნის კი­თხვას რომ და­ვას­რუ­ლებ­დი, ის წიგ­ნი აღარ მინ­დო­და. არა­ნორ­მა­ლუ­რად სწრა­ფად ვკი­თხუ­ლობ­დი. 5 წლი­სას უკვე წა­კი­თხუ­ლი მქონ­და: "პეპი გრძე­ლი­წინ­და", "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი", "ბი­ძია ტო­მის ქოხი"... 8 წლი­სამ "სამი მუშ­კე­ტე­რი" წა­ვი­კი­თხე. რა თქმა უნდა, ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე... მე­სა­მე კლა­სის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, როცა სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დით (მა­ნამ­დე კა­ხეთ­ში ვცხოვ­რობ­დით). ახალ სკო­ლა­ში ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი არ მიც­ნობ­და. გაკ­ვე­თი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი, 20-წუ­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბის დროს, ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან წიგნს ვი­თხოვ­დი და ან იმ 20 წუთ­ში­ვე ვას­რუ­ლებ­დი კი­თხვას, ან - 3-4 წიგ­ნი სახ­ლში მიმ­ქონ­და, მე­ო­რე დღეს კი - ვაბ­რუ­ნებ­დი. ერთ დღე­საც ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი გა­მიბ­რაზ­და, - წიგ­ნე­ბი ტყუ­ი­ლად რა­ტომ მი­გაქ­ვსო?! არ სჯე­რო­და, რომ 3 წიგნს 1 დღე­ში ვკი­თხუ­ლობ­დი (იღი­მის)... დღემ­დე ყვე­ლა­ფერს სწრა­ფად ვკი­თხუ­ლობ, მაგ­რამ ძვე­ლე­ბუ­რად სწრა­ფად - ვე­ღარ, რად­გან ხში­რი კი­თხვის პრაქ­ტი­კა აღარ მაქვს. თუნ­დაც მა­შინ, როცა სა­ჯა­როდ ვთქვი, რომ ერთ წელ­ში 500 წიგ­ნი წა­ვი­კი­თხე, მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, - რო­გორ შე­ძე­ლიო? 1 სა­ათ­ში 1 წიგნს (400 გვერ­დი) ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვკი­თხუ­ლობ­დი (ინ­გლი­სუ­რად), რად­გან ხა­ზე­ბად, მარ­ცხნი­დან მარ­ჯვნივ არ ვკი­თხუ­ლობ: აბ­ზაცს რომ შევ­ხე­დავ, გო­ნე­ბა­ში თა­ვი­სით შე­დის ყვე­ლა სი­ტყვა... არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მთელ გვერდს შე­ხე­და­ვენ და კი­თხუ­ლო­ბენ, მე გვერდს - ვერა, მაგ­რამ - აბ­ზა­ცე­ბის, გვერ­დის მე­სა­მე­დის წა­კი­თხვა უცებ შე­მიძ­ლია. არ ვამ­ჟღავ­ნებ­დი, რომ ეს უნა­რი მქონ­და. ამის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად 2-3 წლის წინ, მა­მა­ჩემს ვუ­თხა­რი. სი­ცი­ლი და­ი­წყო - მეც ასე ვკი­თხუ­ლო­ბო (იღი­მის). ალ­ბათ, ეს გე­ნე­ტი­კუ­რი უნა­რია.

- ანუ ასე წა­კი­თხულ ტექსტს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იაზ­რებთ, არა?

- კი, კი... შე­მიძ­ლია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვა­დაც, მარ­ცხნი­დან მარ­ჯვნივ წა­ვი­კი­თხო. მა­გა­ლი­თად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო მა­სა­ლებს, რა­საც ცო­ტა­თი მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა, მე­ტად ჩაღ­რმა­ვე­ბა სჭირ­დე­ბა, ასე (ჩვე­უ­ლებ­რი­ვად) ვკი­თხუ­ლობ, მაგ­რამ რაც უფრო ნელა წა­ვი­კი­თხავ, მით უფრო ნაკ­ლე­ბად გა­მო­მაქვს აზრი. ამი­ტომ, თუკი რა­მის სწავ­ლა მინ­და, ჩა­წე­რა მი­წევს... როცა აბ­ზა­ცე­ბად ვკი­თხუ­ლობ, თით­ქოს იმ აბ­ზაც­ში შე­მიძ­ლია, ჯერ მე-12 სი­ტყვა წა­ვი­კი­თხო, შემ­დეგ - მე­სა­მე, მე­ხუ­თე, რაც მერე წი­ნა­და­დე­ბას ქმნის - გო­ნე­ბა­ში ეწყო­ბა... არ ვიცი, რო­გორ ავ­ხსნა (იღი­მის)...

- რო­გორც მი­თხა­რით, ინ­გლი­სურ ენა­ზე კი­თხვა უფრო გი­ი­ოლ­დე­ბათ...

- 11 წლამ­დე ინ­გლი­სუ­რად არა­ფე­რი წა­მი­კი­თხავს. უბ­რა­ლოდ, ასო­ე­ბი ვი­ცო­დი და სი­ტყვე­ბი რო­გორც ეწე­რა, ისე ვკი­თხუ­ლობ­დი. მა­გა­ლი­თად: Game over - "გამე ოვერ". შემ­დეგ ფი­ლი­პი­ნებ­ზე სა­ცხოვ­რებ­ლად ჩა­ვე­დით (იქ 6 წელი გა­ვა­ტა­რე). პირ­ვე­ლი­ვე თვეს წიგ­ნის წა­კი­თხვა ძა­ლი­ან მინ­დო­და. რა თქმა უნდა, იქ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი წიგ­ნე­ბი არ იყო. ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შევ­დი­ო­დი და ჩემი ჭკუ­ით, ვკი­თხუ­ლობ­დი: ნა­ხა­ტე­ბი­ა­ნი წიგ­ნე­ბის წა­კი­თხვას ვცდი­ლობ­დი, რომ აღ­მექ­ვა, რა ეწე­რა. ასე ნელ-ნელა ვის­წავ­ლე. და­ახ­ლო­ე­ბით 3 თვე­ში, ინ­გლი­სუ­რად უკვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვკი­თხუ­ლობ­დი. ფი­ლი­პი­ნებ­ზე ჩას­ვლი­დან 6 თვე­ში "ნუ მოკ­ლავ ჯა­ფა­რას" ინ­გლი­სუ­რად წა­ვი­კი­თხე. იხილეთ სრულად

myquiz