"თბილისში არის წყალდიდობისა და წყალმოვარდნის საფრთხეებიც..." - რას ამბობს სეისმოლოგი დედაქალაქის მეწყერსაშიშ ზონებზე? | Allnews.Ge

"თბილისში არის წყალდიდობისა და წყალმოვარდნის საფრთხეებიც..." - რას ამბობს სეისმოლოგი დედაქალაქის მეწყერსაშიშ ზონებზე?

ორი კვი­რის წინ თბი­ლის­ში ძლი­ე­რი წვი­მის გამო ქუ­ჩე­ბი და მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი და­იტ­ბო­რა, წა­იქ­ცა ხე­ე­ბი, და­ზი­ან­და ელექტრო­სა­დე­ნე­ბი. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სახ­ლებ­სა და სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში წყლის ჩას­ვლის კად­რებს ავ­რცე­ლებ­დნენ. გა­რე­მოს ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ მო­სუ­ლი ნა­ლე­ქის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ა­და­რა 2015 წლის 13 ივ­ნი­სის მდგო­მა­რე­ო­ბას, როცა ვე­რეს ხე­ო­ბა­ში წყა­ლი ადიდ­და და 20-ზე მეტი კაცი და­ი­ღუ­პა: "სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სუ­ლი ნა­ლე­ქის რა­ო­დე­ნო­ბამ ორ­ჯერ გა­და­ა­ჭარ­ბა 2015 წლის 13 ივ­ნისს 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სუ­ლი ნა­ლე­ქის რა­ო­დე­ნო­ბას. ამას­თან, 2015 წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, 29 აგ­ვის­ტოს მო­სულ­მა ნა­ლექ­მა თბი­ლი­სის მთე­ლი ტე­რი­ტო­რია მო­იც­ვა".

რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, დღეს მსოფ­ლი­ოს­თვის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა კლი­მა­ტის გლო­ბა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბაა, რა­საც სტი­ქი­უ­რი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი ახ­ლავს. ამ სა­კი­თხებ­ზე დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ლაშა სუ­ხიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს. ის კონ­კრე­ტუ­ლად თბი­ლი­სის მე­წყერ­სა­შიშ ზო­ნებს ეხე­ბა:

- თბი­ლის­ში გა­მო­სა­ყო­ფია შემ­დე­გი რის­კის შემ­ცვე­ლი მე­წყერ­სა­ში­ში ზო­ნე­ბი: ვე­რეს ხე­ო­ბის მარ­ჯვე­ნა ფერ­დი, გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი მთაწ­მინ­დის და სო­ლო­ლა­კის ნა­წი­ლით, ვაშ­ლი­ჯვრის ფერ­დი (ლი­სის ფერ­დო­ბიც შე­დის), ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტოს ნა­წი­ლი, გლ­და­ნის ჩრდი­ლო­ე­თით გლ­და­ნუ­ლას ხე­ო­ბა, ასე­ვე, თემ­ქა­ზე ე.წ. შე­შე­ლი­ძის მე­წყე­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო და აქ­ტი­უ­რია. თბი­ლის­ში არის კი­დევ ბევ­რი ფერ­დი, სა­დაც სხვა­დას­ხვა მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის ერ­თე­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბია.

მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია გე­ო­ლო­გი­ა­ზე - რო­გორ არის გან­ლა­გე­ბუ­ლი გე­ო­ლო­გი­უ­რი შრე­ე­ბი, მათი დახ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა და კუ­თხე ემ­თხვე­ვა თუ არა ზე­და­პირ­ზე ფერ­დო­ბის დახ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა­სა და კუ­თხეს. თუ ასე­თი დამ­თხვე­ვა არის, ეს ნიშ­ნავს, რომ მე­წყრუ­ლი საფრ­თხე მო­მა­ტე­ბუ­ლია, თუ პი­რი­ქი­თაა - ამ­გე­ბი ქა­ნე­ბი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა დახ­რი­ლი და ფერ­დო­ბი - სხვა, მა­შინ მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა ნაკ­ლე­ბია. ასე ხდე­ბა ვე­რეს ხე­ო­ბა­ში - ვე­რეს მარ­ჯვე­ნა ფერ­დზე დახ­რის კუ­თხე­ე­ბი ემ­თხვე­ვა, მარ­ცხე­ნა­ზე - არა, ამი­ტომ მარ­ცხე­ნა უფრო სტა­ბი­ლუ­რია. მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ასე­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლია ქა­ნე­ბის გა­მო­ფიტ­ვის დო­ნე­ზე, გა­მო­ფიტ­ვა კი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ტექ­ტო­ნი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბით, კლი­მა­ტით, ზო­გი­ერ­თი ტი­პის მე­წყრის შემ­თხვე­ვა­ში - მცე­ნა­რე­უ­ლი საფ­რის არ­სე­ბო­ბით, ქი­მი­უ­რი ერო­ზი­ით, მი­წის­ქვე­შა წყლე­ბის მოქ­მე­დე­ბით და ეს ყვე­ლა­ფე­რი შემ­დგომ გა­ნა­პი­რო­ბებს ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე კლი­მა­ტი - თბი­ლისს, რო­გორც წესი, ახა­სი­ა­თებს მცი­რე ნა­ლე­ქი­ა­ნო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 500-600მმ ფარ­გლებ­ში სა­შუ­ა­ლოდ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ ახა­სი­ა­თებს მოკ­ლე დრო­ში ინ­ტენ­სი­უ­რი წვი­მე­ბიც, რო­გო­რიც იყო 29 აგ­ვის­ტოს ან 2015 წლის 13 ივ­ნისს. სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სცე­ნა­რე­ბის მი­ხედ­ვით თბი­ლის­სა და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მწირ­ნა­ლე­ქი­ა­ნო­ბა უფრო გაღ­რმავ­დე­ბა, ანუ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უფრო ნაკ­ლე­ბი წვი­მა მოვა, რაც უდ­რის გვალ­ვას, მაგ­რამ გა­იზ­რდე­ბა (და იზ­რდე­ბა კი­დეც) დრო­ის მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში მო­სუ­ლი წვი­მის ინ­ტენ­სი­ვო­ბა, ანუ ხში­რად არა, მაგ­რამ როცა იწ­ვი­მებს, ბევ­რს იწ­ვი­მებს.

- რო­გორც მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს გლო­ბა­ლუ­რი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­ინც რო­გორ უნდა მო­ვემ­ზა­დოთ და და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ ამ პრობ­ლე­მას?

- კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვაა და გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კის­თვი­საც კი რთუ­ლი მი­საღ­წე­ვია ადაპ­ტა­ცია, არა­თუ ჩვენ­ნა­ი­რი ღა­რი­ბი ქვეყ­ნე­ბის­თვის. მა­გა­ლი­თად, ვაშ­ლი­ჯვრის ფერდთან კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა არა­ფერ შუ­ა­შია, უბ­რა­ლოდ, ფერ­დი მო­თხა­რეს და გა­ა­აქ­ტი­უ­რეს მე­წყე­რი. ბუ­ნებ­რივ პრო­ცესს ვერ შე­ვა­ჩე­რებთ, მაგ­რამ ის ხომ მა­ინც შე­იძ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად არ გა­მო­ვიწ­ვი­ოთ პრობ­ლე­მა? თბი­ლი­სის მე­რი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ვაშ­ლი­ჯვრის ფერ­დი წი­თე­ლი, ანუ მო­მე­ტე­ბუ­ლი საფრ­თხის ზონა იყო. მაგ­რამ სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბი მა­ინც გას­ცეს და თა­ვა­დაც და­ი­წყეს საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა. იგი­ვე ით­ქმის ვე­რეს ხე­ო­ბა­ზეც, სა­დაც მშე­ნებ­ლო­ბის ბუ­მია.

2015 წლის მერე 8 წელი გა­ვი­და და ვე­რეს ხე­ო­ბის­თვის ბევ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრია აშე­ნე­ბუ­ლი - ბიზ­ნეს­ცენ­ტრე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი და ა.შ. ვე­რეს ხე­ო­ბის ახ­ლოს სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვებს თბი­ლი­სის მე­რია არ გას­ცემს, რად­გან არის საფრ­თხე­ე­ბი. ის ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი კერ­ძო სახ­ლე­ბის აშე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა­საც არ იძ­ლე­ვა და ასეც უნდა იყოს, მაგ­რამ იძ­ლე­ვა იმის ნე­ბარ­თვას, რომ აშენ­დეს დიდი კომ­პლექ­სე­ბი - სას­ტუმ­რო­ე­ბი, ბიზ­ნეს­ცენ­ტრე­ბი და სხვა, რაც არას­წო­რია. ვე­რეს ხე­ო­ბა­ში სა­უ­კუ­ნე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ხდე­ბა სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი. რაც დრო გავა, ხე­ო­ბა­ში საფრ­თხე­ე­ბი უფრო და უფრო გა­იზ­რდე­ბა, რად­გან კლი­მა­ტი იც­ვლე­ბა.

- დრომ და გა­მოც­დი­ლე­ბამ გვიჩ­ვე­ნა, რომ თბი­ლის­ში წყალ­დი­დო­ბე­ბის საფრ­თხეც არ­სე­ბობს და წყალ­მო­ვარ­დნე­ბი­საც (თბი­ლისს ახ­სოვს მტკვრის ადი­დე­ბის ფაქ­ტე­ბი, მდი­ნა­რე ვე­რეს ღვარ­ცო­ფუ­ლი მო­ვარ­დნე­ბიც)...

- თბი­ლის­ში არის წყალ­დი­დო­ბი­სა და წყალ­მო­ვარ­დნის საფრ­თხე­ე­ბიც. ამ ორ სტი­ქი­ას შო­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის დრო­შია გან­სხვა­ვე­ბა. წყალ­დი­დო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა დღე­ე­ბი და კვი­რე­ე­ბი გრძელ­დე­ბა, მდი­ნა­რე­ზე წყა­ლი ნელ-ნელა იმა­ტებს, ხოლო წყალ­მო­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში მდი­ნა­რე­ში წყლის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ა­თებ­ში ან ერთ დღე­ში იზ­რდე­ბა. ეს არის გან­სხვა­ვე­ბა წყალ­მო­ვარ­დნა-წყალ­დი­დო­ბას შო­რის. მაგ­რამ თბი­ლის­ში მხო­ლოდ მდი­ნა­რე­ებს არა აქვთ ეს პრობ­ლე­მა. მა­გა­ლი­თად, წყალ­მო­ვარ­დნა შე­იძ­ლე­ბა იყოს მდი­ნა­რე ვე­რე­ზე, დიღ­მუ­რა­ზე, გლ­და­ნუ­ლა­ზე, ლეღვთა­ხევ­ზე, ვა­რა­ზის­ხევ­ზეც კი. ეს ყვე­ლა მდი­ნა­რეა, ზოგ­ჯერ სე­ზო­ნუ­რიც, მაგ­რამ საქ­მე ის არის, თბი­ლის­ში შე­მო­დის ათე­უ­ლო­ბით მშრა­ლი ხევი, ანუ ჩვე­უ­ლებ­რივ ამინ­დში უწყლო ხე­ო­ბაა, რო­მელ­შიც ინ­ტენ­სი­უ­რი წვი­მის დროს ყა­ლიბ­დე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყა­ლი, ანუ ხარ­ჯი, და ხდე­ბა წყალ­მო­ვარ­დნაც. მე მახ­სოვს 90-იან წლებ­ში ადი­დე­ბუ­ლი მტკვა­რი, როცა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან ჩოგ­ბურ­თის კორ­ტი დატ­ბო­რა..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz