"სხვები გადაარჩინა... ამბობენ, დის მეგობრებს დაუთმო საკუთარი საძინებელი და ეზოში მდგარ სახლში გადავიდა თვითონო" - რას ამბობენ ჯიხანჯირში გარდაცვლილ მოზარდზე? | Allnews.Ge

"სხვები გადაარჩინა... ამბობენ, დის მეგობრებს დაუთმო საკუთარი საძინებელი და ეზოში მდგარ სახლში გადავიდა თვითონო" - რას ამბობენ ჯიხანჯირში გარდაცვლილ მოზარდზე?

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­შინ გუ­რი­ა­ში. სტი­ქი­ამ სამი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, მათ შო­რის ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი. ამ ეტაპ­ზე, სტი­ქი­ის ზო­ნი­დან უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­დაყ­ვა­ნი­ლია 50-მდე მო­ქა­ლა­ქე.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლი სტი­ქი­ის ზო­ნა­ში რჩე­ბა და სა­გან­გე­ბო შტაბს უწევს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას.

გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი­დან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია რო­გორც ცო­ცხა­ლი ძალა, ასე­ვე მძი­მე ტექ­ნი­კა, მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და კი­ნო­ლოგ­თა ჯგუ­ფი. სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მო­ნი­ტო­რინ­გი სპე­ცი­ა­ლუ­რი დრო­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცა­ი­ში.

სო­ფელ ჯუ­მათ­ში გარ­დაც­ვლი­ლი თორ­ნი­კე ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში იპო­ვეს, ხოლო ჩო­ჩხა­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, კერ­ძოდ, ჯი­ხან­ჯირ­ში არას­რულ­წლო­ვა­ნის ძებ­ნა ლა­მის მთე­ლი დღე გრძელ­დე­ბო­და. ახ­ლობ­ლე­ბი ბო­ლომ­დე არ კარ­გავ­დნენ იმედს, რომ მო­ზარდს ცო­ცხალს იპო­ვიდ­ნენ. მე-7 კლა­სე­ლი იურა გუ­ჯა­ბი­ძის ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა დღის ბო­ლოს ნა­ხეს. ბავ­შვს სტი­ქი­ის დროს დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბა­ში ეძი­ნა, რო­მე­ლიც მე­წყრე­მა და­ფა­რა.

გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს ნინო მშვი­დო­ბა­ძე, ლან­ჩხუ­თის საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი წევ­რი:

"მე­წყერ­მა ჯი­ხან­ჯირ­ში მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. მძი­მე ფო­ტოა და ფო­ტო­ზე უფრო მძი­მე რე­ა­ლო­ბა... დის მე­გობ­რებს და­უთ­მო სა­კუ­თა­რი სა­ძი­ნე­ბე­ლი და ეზო­ში მდგარ სამ­ზად სახ­ლში გა­და­ვი­და თვი­თო­ნო, ამ­ბო­ბენ. მე­წყერ­მაც ის სამ­ზა­დი სახ­ლი ჩა­ი­ტა­ნა თურ­მე... სხვე­ბი გა­და­არ­ჩი­ნა... არ იცო­და, მაგ­რამ ხომ გა­და­არ­ჩი­ნა - გმი­რია, არც ეს იცო­და, მაგ­რამ გმი­რია მა­ინც ... ნა­თელ­ში იყოს, ქედს ვიხ­რი ამ პა­ტა­რა ბი­ჭის სუ­ლის წი­ნა­შე" - წერს მშვი­დო­ბა­ძე.

myquiz