პრობლემა, რომელზე საუბარიც მამაკაცებს ეუხერხულებათ | Allnews.Ge

პრობლემა, რომელზე საუბარიც მამაკაცებს ეუხერხულებათ

ხშირად, მამაკაცებს ეუხერხულებათ იმის აღიარება, რომ ასოს თავი სტკივათ. ამას ერთვის მისი სიწითლე, შესაძლოა, ნახეთქები და გამონადენიც კი. ეს სიმპტომები (ჩივილები) უყურადღებოდ არ დატოვოთ და არ იფიქროთ, რომ ჰიგიენის გაძლიერებით პრობლემა მოგვარდება! რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. მამაკაცის სასქესო ორგანოზე ასეთი უხერხულობის გაჩენა შეიძლება სულ უბრალო და ადვილად მოსაგვარებელმა მიზეზმა - ჰიგიენის ნაკლებობამაც გამოიწვიოს და საკმაოდ სერიოზულმა, აუცილებლად და დროულად სამკურნალო, მაგალითად, ვენერიულმა თუ სხვა სახის ინფექციურმა დაავადებებმაც.მამაკაცის სასქესო ორგანოს თავის (ასოს თავის) ანთებით დაავადებას ექიმები ბალანიტს უწოდებენ. მას თითქმის ყოველთვის თან ახლავს ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება. ასეთ შემთხვევაში დაავადება ბალანოპოსთიტად იწოდება.

ანატომიური თავისებურების გამო ბალანიტი და ბალანოპოსთიტი გვხვდება მხოლოდ მამაკაცებში, შესაძლოა დაავადდეს როგორც ზრდასრული მამაკაცი, ისე ბავშვი.

ბალანიტისა და ბალანოპოსთიტის დროს მამაკაცს აწუხებს არა მარტო ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება სასქესო ორგანოების მიდამოში, შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს მისი ინტიმური ცხოვრების ხარისხიც. დაავადების დიაგნოსტირების დროს აუცილებლად უნდა გამოირიცხოს სიფილისი და გონორეა.

რა იწვევს ბალანოპოსთიტს?

გამომწვევ მიზეზთა მიხედვით, ბალანიტის და/ან ბალანოპოსთიტის რამდენიმე ფორმა არსებობს: ინფექციური ბალანიტის და/ან ბალანოპოსთიტის მიზეზი შეიძლება გახდეს ინფექცია: სოკო, ბაქტერია, ვირუსი; ასოს თავის ანთება შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციამ (სგგი) (გონორეა, სიფილისი, ტრიქომონიაზი, ქლამიდია და სხვა). ასეთ შემთხვევაში ბალანოპოსთიტის სიმპტომები და მიმდინარეობა დამოკიდებულია მისი გამომწვევი ინფექციის სახეობაზე.

კანდიდოზური ბალანიტი და/ან ბალანოპოსთიტი ბალანიტის ყველაზე ხშირი ფორმაა. მისი გამომწვევია კანდიდას ტიპის სოკო და ვითარდება ამ სოკოვანი ინფექციით ინფიცირებულ პარტნიორთან სქესობრივი კავშირის შემდგომ. დაავადების გამოვლინების ხარისხი დამოკიდებულია პაციენტის იმუნურ მდგომარეობაზე, თანმხლებ დაავადებებზე (მაგ. დიაბეტზე). კანდიდოზურ ბალანიტს ახასიათებს ასოს თავზე თეთრი ნადების წარმოქმნა, ქავილი, პუსტულური (ბუშტუკოვანი) გამონაყარი. შესაძლებელია ასოს თავზე ნაპრალების გაჩენა. შეიძლება ფიბროზი და სკლეროზიც განვითარდეს;

ჰერპესულ ბალანიტს და/ან ბალანოპოსთიტს იწვევს სასქესო ორგანოს ქრონიკული ჰერპესინფექციის არსებობა;

ირიტაციულ ბალანიტს და/ან ბალანოპოსთიტს იწვევს არასათანადო ჰიგიენა (ან ჰიგიენაა დარღვეული, ან სასქესო ასოდან საპონი კარგად არ ჩამოიბანება, ან კარგად არ მშრალდება), შეიძლება მჭიდრო ტანსაცმელიც მუდმივად აღიზიანებდეს ასოს თავს;ტრავმული (ფრიქციული ტრავმები, შემთხვევითი ჭრილობები, ეროზიები, პოსტკოიტალური ეროზიები) ბალანიტი და/ან ბალანოპოსთიტი ვითარდება ასოს თავის ტრავმული დაზიანების გამო. ტრავმირებულ კანში ადვილად აღწევენ ბაქტერიები და ვირუსები.

ასოს თავზე ტრავმით გამოწვეული ნახეთქები წითლდება, ვითარდება ანთებითი პროცესი და ტკივილის შეგრძნება;ალერგიულ ბალანიტს და/ან ბალანოპოსთიტს იწვევს სასქესო ასოს ალერგიული რეაქცია ჰიგიენურ ან სხვა საშუალებებზე;პრემალიგნანტური, მალიგნანტური და იდიოპათიური ბალანიტი და/ან ბალანოპოსთიტი. იხილეთ სრულად

myquiz