"აეროპორტი კი, კარგია ძალიან, მაგრამ კახეთს პირველ რიგში რკინიგზა და გომბორის გვირაბი სჭირდება!"- ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე | Allnews.Ge

"აეროპორტი კი, კარგია ძალიან, მაგრამ კახეთს პირველ რიგში რკინიგზა და გომბორის გვირაბი სჭირდება!"- ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე

"აეროპორტი კი, კარგია ძალიან, მაგრამ კახეთს პირველ რიგში რკინიგზა და გომბორის გვირაბი სჭირდება!", - ამის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, თელავში ახალი აეროპორტის მშენებლობა წელს დაიწყება და 2024 წლის ზაფხულისთვის დასრულდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დავით მესხიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"როგორ შეიძლება ახალი აეროპორტის წინააღმდეგი იყოს ადამიანი? ყველა შემთხვევაში კარგია თელავში იქნება ეს თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში. კარგია ეს, მიუხედავად იმისა რომ თელავის აეროპორტი საერთაშორისო ფრენებს ვერ მიიღებს (2027 წლამდე) და არ მგონია შიდა ფრენებით ქუთაისიდან ან ბათუმიდან მიაწყდნენ ტურისტები.

თუ ვფიქრობთ კახეთის განვითარებაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მაშინ პირველ ეტაპზე კახეთის რკინიგზის აღდგენაა მნიშვნელოვანი, როგორც ტურისტული, ასევე სავაჭრო-კომერციული თვალსაზრისით. იხილეთ სრულად

myquiz