რა უნდა იცოდეს ახალგაზრდამ, თუ მართვის მოწმობის აღებას 18 წლამდე გადაწყვეტს ? | Allnews.Ge

რა უნდა იცოდეს ახალგაზრდამ, თუ მართვის მოწმობის აღებას 18 წლამდე გადაწყვეტს ?

საქართველოში ყველაზე მცირე ასაკი, რა დროსაც შესაძლოა, მოზარდს მართვის მოწმობა მისცენ, 16 წელია. 16 წლის ახალგაზრდაზე მხოლოდ "AM" და "B1" კატეგორია გაიცემა - ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ასაკის ადამიანებს შეუძლიათ მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის, ასევე მოტორიზებული ტრიციკლისა და კვადროციკლის მართვის უფლებისთვის სპეციალური მოწმობა აიღონ.

17 წლიდან კი "A1", "B" და "T" კატეგორია გაიცემა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 17 წლიდან ახალგაზრდას უფლება აქვს მართოს შემდეგი საშუალებები: მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი); ავტომობილი და სასოფლო-სამეურნეო, სამელოირაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;

აღსანიშნავია, რომ იმ ახალგაზრდას, რომელიც 17 წლის ასაკში ავტომობილის მართვის უფლებას მოიპოვებს, 18 წლამდე არ აქვს უფლება:

  • მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით;
  • შრომითი ურთიერთობის საფუძველზე, მძღოლად (გარდა „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მუშაობა;

აქვე, აღსანიშნავია, რომ კატეგორია "T" სასოფლო-სამეურნეო, სამელოირაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილ თვლიან ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანას, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებას, გადაბმული მისაბმელთან ერთად გულისხმობს.

მოპედის და მსუბუქი კვადროციკლის მართვის უფლების მისაღებად, მოზარდმა თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად უნდა წარადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
  • დაბადების მოწმობის დედანი (ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • მშობელი ან მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა.AM კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად ვიზიტის დაჯავშნა სავალდებულო არ არის.AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად ბარდება მხოლოდ თეორიული გამოცდა.
  • თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასურია 15 ლარი;
  • მეორე გასვლის შემთხვევაში საფასური შეადგენს 40 ლარს.

იხილეთ სრულად

myquiz