"მიწის გამო მომიკლა შვილი, ეს რა გამიკეთა..." - გურჯაანში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი მოკლეს: რას ამბობს მოკლულის მამა? | Allnews.Ge

"მიწის გამო მომიკლა შვილი, ეს რა გამიკეთა..." - გურჯაანში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი მოკლეს: რას ამბობს მოკლულის მამა?

მკვლე­ლო­ბა გურ­ჯა­ან­ში. 89 წლის კაც­მა 35 წლის მე­ზო­ბელს სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან ეს­რო­ლა. და­ნა­შა­უ­ლი სო­ფელ ვე­ჯინ­ში მოხ­და. მოკ­ლუ­ლია სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი ბექა ჯა­ნი­აშ­ვი­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პენ­სი­ო­ნერ მე­ზო­ბელს და ჯა­ნი­აშ­ვილს კონ­ფლიქ­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­წის ნაკ­ვე­თის გამო ჰქონ­და.

შემ­თხვე­ვამ­დეც მათ შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა სწო­რედ ამ მი­ზე­ზით მოხ­და.

"წინ­და­წინ იყ­ვნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი, ჩა­უ­საფ­რდა და ისე მოკ­ლა... მი­წის გამო გვქონ­და დავა, გამ­გე­ო­ბა­შიც იცოდ­ნენ. მა­ნამ­დე შვეხ­ვდით, მკვლე­ლის შვილ­მა თქვა, ვი­ღა­ცა უნდა მოკ­ვდე­სო... მე ვუ­თხა­რი, რას ამ­ბობ-მეთ­ქი. ერთი გა­სო­ლის ხმა გა­ვი­გე, ვა­ი­მე, შვი­ლო ბექა, ხომ არ გეს­რო­ლა - მეთ­ქი, გა­ვი­ქე­ცი და უკვე უკონ­ტაქ­ტო იყო, სულ სის­ხლი­ა­ნი იყო, პულ­სი უკვე არ ესინ­ჯე­ბო­და. მი­წის გამო მო­მიკ­ლა შვი­ლი, ეს რა გა­მი­კე­თა... სა­ხელ­მწი­ფო ტე­რი­ტო­რია იყო, სა­ერ­თო გზა გა­დი­ო­და ჩვენს ნაკ­ვე­თებს შო­რის. რა მეშ­ვე­ლე­ბა მე­ო­რე შვი­ლი დავ­კარ­გე..." - გა­ნა­ცხა­და მოკ­ლუ­ლის მა­მამ.

გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბე­ლი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ჰყვე­ბა:

"ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჰქონ­დათ დავა, ნუ და­დი­ხარ, აქ ჩემი ტე­რი­ტო­რი­ა­აო. ბე­ქას დიდი მან­ქა­ნა ჰქონ­და, შე­მო­დი­ო­და ხოლ­მე და თი­ვას დებ­და იმ ად­გი­ლას, რო­მელ­ზეც მე­ზო­ბე­ლი ეუბ­ნე­ბო­და, რომ ჩემი ტე­რი­ტო­რი­ა­აო. ბო­ლოს გა­უ­ბა ღობე, რათა არ გა­და­სუ­ლი­ყო იქეთ მხა­რეს. მო­ვი­და ბექა და ღო­ბის გახ­სნას აპი­რებ­და, რომ გა­სუ­ლი­ყო და თივა და­ე­დო. ეს კაცი ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა. ამო­ი­ღო თოფი და ეს­რო­ლა. ბე­ქამ ცოტა მან­ძი­ლი ფე­ხით გა­ი­ა­რა თა­ვი­სი სახ­ლის­კენ და შემ­დეგ გო­ნე­ბა და­კარ­გა. მა­მა­მის­საც გა­უ­გო­ნია სრო­ლის ხმა და გა­მო­სუ­ლა გა­რეთ ამ ხმა­ზე. მკვლელს მი­მალ­ვა არ უც­დია, და­კა­ვე­ბუ­ლია..." - აცხა­დებს მე­ზო­ბე­ლი.

სოსო სი­ბაშ­ვი­ლი, სო­ფელ ვე­ჯი­ნის მკვიდ­რი:

"ვფიქ­რობ, რომ წი­ნას­წარ ჰონ­და გან­ზრა­ხუ­ლი ამის გა­კე­თე­ბა. იჩხუ­ბეს თუ არა მა­ნამ­დე, არ ვიცი, მაგ­რამ თქვეს, რომ როცა მოკ­ლა, შემ­დეგ კარ­გა ხანს თა­ვის კარ­თან იდგა თო­ფი­თო. არ ვიცი, კი­დევ ვინ­მეს მოკ­ვლას აპი­რებ­და თუ რა იყო".

მომ­ხდარ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

myquiz