iPhone 15-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია - როდის ჩაეშვება გაყიდვაში ახალი მობილური ტელეფონები? | Allnews.Ge

iPhone 15-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია - როდის ჩაეშვება გაყიდვაში ახალი მობილური ტელეფონები?

კომპანია Apple-მა ახალი iPhone-ის პრეზენტაციის თარიღი გაასაჯაროვა. როგორც აღმოჩნდა, მორიგი iPhone-15 დღის სინათლეს 12 სექტემბერს იხილავს.

ისევე, როგორც 2022 წელს, პრეზენტაცია „სტივ ჯობსის თეატრში“ გაიმართება, რომელიც კორპორაცია Apple Park-ის სათაო ოფისში მდებარეობს.

ცნობილია ისიც, რომ სმარტფონის გარდა, კომპანია სხვა მოწყობილობებსაც წარადგენს, კერძოდ კი: Apple Watch-ის ახალი თაობის ჭკვიან საათებს, პლანშეტებს iPad, iPad Pro და iPad mini, ასევე ოპერაციული სისტემების ახალ ვერსიებს.

ცნობილი ხდება ისიც, რომ სიახლეები გაყიდვაში 22 სექტემბრიდან ჩაეშვება

myquiz