როდის გეკუთვნით კომპენსაციის თანხა სახელმწიფოსგან და როგორ უნდა მიიღოთ ის - ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოდან | Allnews.Ge

როდის გეკუთვნით კომპენსაციის თანხა სახელმწიფოსგან და როგორ უნდა მიიღოთ ის - ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოდან

სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის სოციალურ პაკეტს აწესებს და ყოველთვიურად, კონკრეტულ თანხას გასცემს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, სოციალური პაკეტი ენიშნება:

საქართველოს მოქალაქეებს;

საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს;

სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;

ვინ ითვლება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად?

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი არის პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

სოციალური პაკეტი ენიშნებათ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:

  • „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი - 684 ლარის ოდენობით;
  • „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი - 584 ლარის ოდენობით;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა მშობელს - 484 ლარის ოდენობით;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 413 ლარის ოდენობით;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით: უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 384 ლარის ოდენობით;
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს - 384 ლარის ოდენობით;
  • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ან/და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს - 362 ლარის ოდენობით;
  • მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 362 ლარის ოდენობით;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში - მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის მშობელს ან მეუღლეს ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილს - 347 ლარის ოდენობით;
  • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს - 340 ლარის ოდენობით.

იხილეთ სრულად

myquiz