ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას კვლავ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს და ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ დღეს, 30 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში რაიონებში ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარის შესაძლებლობა შენარჩუნდება.
"30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ნარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა, რამაც აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.