"ოკუპანტი ქვეყანა არაფერში სანდო არ არის, არც კრიტიკაში და არც ქებაში - არ გამოვრიცხავ, ეს რაღაც სახის დივერსია იყოს" - მეუფე ნიკოლოზი | Allnews.Ge

"ოკუპანტი ქვეყანა არაფერში სანდო არ არის, არც კრიტიკაში და არც ქებაში - არ გამოვრიცხავ, ეს რაღაც სახის დივერსია იყოს" - მეუფე ნიკოლოზი

მინ­და გი­თხრათ, რომ ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნა არა­ფერ­ში სან­დო არ არის, არც კრი­ტი­კა­ში და არც ქე­ბა­ში - არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ესეც რა­ღაც სა­ხის დი­ვერ­სია იყოს, ისევ იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ეჭ­ვე­ბი გაგ­ვი­ჩი­ნონ, - ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქის და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ის პო­ლი­ტი­კა­ში ვერ ერ­კვე­ვა და არც პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის სჯე­რა.

"მინ­და გი­თხრათ, რომ ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნა არა­ფერ­ში სან­დო არ არის, არც კრი­ტი­კა­ში და არც ქე­ბა­ში. მა­ინ­ცდა­მა­ინც ნუ გა­მო­ე­კი­დე­ბით ამ დას­კვნებს. ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სარ­წმუ­ნო არ არის. ეს ჩვენ­თან მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლად აღ­წევს. არ ვიცი, თქვენ რო­გორ მო­ის­მი­ნეთ, მე არ მო­მის­მე­ნია, ამი­ტომ ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

მინ­და გი­თხრათ, რომ რო­დე­საც ქვე­ყა­ნას­თან სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ და ასე­თი არის რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო, ჩვენ მათ­თან უკვე დიდი ხა­ნია ყო­ველ­გვა­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს გა­წყვე­ტი­ლი, სა­ო­მა­რი ვი­თა­რე­ბა გვაქვს ამ ქვე­ყა­ნას­თან, უბ­რა­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი პე­რი­ო­დია, ვი­თომ და მშვი­დო­ბი­ა­ნი. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ესეც რა­ღა­ცა სა­ხის დი­ვერ­სია იყოს, ისევ იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ეჭ­ვე­ბი გაგ­ვი­ჩი­ნონ. არ გა­მოვ­რი­ცხავ, ომია და ესეც ერ­თგვა­რი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ კრი­ტი­კას, ესეც, ალ­ბათ, იგი­ვე იქ­ნე­ბა. მე პო­ლი­ტი­კა­ში ვერ ვერ­კვე­ვი, მე მათ არა­ნა­ირ გან­ცხა­დე­ბას არ ვენ­დო­ბი. სა­ერ­თოდ არ ვენ­დო­ბი არა­ვი­თარ გან­ცხა­დე­ბებს იმი­ტომ, რომ ჩვენ ამ ქვე­ყა­ნას­თან ვართ ომის ვი­თა­რე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრაგ­მა­ტიზ­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ხოლო, რო­გორც მან RT-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ფრან­გია, რო­მე­ლიც კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­დის ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

myquiz