თბილისში გასაყიდი და გასაქირავებელი ბინების ფასი გაძვირდა, გაყიდვებმა კი იკლო | Allnews.Ge

თბილისში გასაყიდი და გასაქირავებელი ბინების ფასი გაძვირდა, გაყიდვებმა კი იკლო

თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, თბილისში გასაყიდი და გასაქირავებელი ბინების ფასი გაძვირდა, ხოლო გაყიდვებმა იკლო.

„2023 წლის ივლისში თბილისში 3,336 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2%-ით ნაკლებია.

საშუალო გასაყიდი ფასი წინა თვესთან შედარებით ფაქტობრივად უცვლელი დარჩა და კვადრატულ მეტრზე 1,164 დოლარი შეადგინა, ხოლო წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა.

გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე 13.1 დოლარს გაუტოლდა, რაც წინა თვესთან შედარებით 5%-ით, ხოლო 2022 წლის ივლისთან შედარებით 48%-ით მაღალია. იხილეთ სრულად

myquiz