"პარტნიორმა მამაკაცმა ჩემზე იძალადა და ათქმევინეს, რომ მე ვიძალადე მის 17 წლის შვილზე" - თეა გოდოლაძე პროკურატურას "საქმის შეკერვაში" ადანაშაულებს | Allnews.Ge

"პარტნიორმა მამაკაცმა ჩემზე იძალადა და ათქმევინეს, რომ მე ვიძალადე მის 17 წლის შვილზე" - თეა გოდოლაძე პროკურატურას "საქმის შეკერვაში" ადანაშაულებს

დღეს "კუ­რი­ერ­მა" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, თეა გო­დო­ლა­ძე ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა 126 პრი­მა მუხ­ლით, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს და თეა გო­დო­ლა­ძეს 2 000 ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ხოლო საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით თეა გო­დო­ლა­ძეს, ის ამ­ბობს, რომ მისი დის­კრე­დი­ტა­ცია ხდე­ბა და შო­ვის ტრა­გე­დი­ის ირ­გვლივ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს ვერ პა­ტი­ო­ბენ.

- ქალ­ბა­ტო­ნო თეა, ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­ში ხართ ბრალ­დე­ბუ­ლი?

- "რუს­თა­ვი 2" მა გა­ავ­რცე­ლა ეს ინ­ფორ­მა­ცია? ჩემი აქ­ტი­უ­რო­ბის გამო ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. პრო­კუ­რა­ტუ­რამ შე­მი­კე­რა საქ­მე. ჩემი ად­ვო­კა­ტე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ გან­ცხა­დე­ბას და ჩა­ერ­თვე­ბი­ან პრო­ცეს­ში. რე­ა­ლუ­რად საქ­მე სხვაგ­ვა­რად არის. პი­რი­ქით, ჩემ­ზე მოხ­და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ჩემი პარტნი­ო­რი მა­მა­კა­ცის მხრი­დან. ამის გამო, მე გა­მო­ვი­ძა­ხე პო­ლი­ცია, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი იყო გა­მო­ცე­მუ­ლი მის წი­ნა­აღ­მდეგ, მას უწევ­და ცი­ხე­ში წას­ვლა და ეს რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, ათ­ქმე­ვი­ნეს, რომ თით­ქოს მე ვი­ძა­ლა­დე მის 17 წლის შვილ­ზე და ასე აღ­ძრეს საქ­მე ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. არა­და, ეს სიც­რუ­ეა. პი­რი­ქით, მან იძა­ლა­და ჩემ­ზე, რად­გან არ მოს­წონ­და მე და მა­მა­მისს რომ გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და კონ­ფლიქ­ტი. ეს არის 2021 წლის ამ­ბა­ვი, მა­შინ მე არა­ფე­რი მით­ქვამს...

მაგ­რამ შემ­დეგ, როცა მე ჩემს პარტნი­ორს ძა­ლა­დო­ბის გამო გა­მო­ვუ­ძა­ხე პატ­რუ­ლი, ეს ძვე­ლი ამ­ბა­ვი გა­მო­ი­ყე­ნეს. ათ­ქმე­ვი­ნეს, თით­ქოს მე ვი­ძა­ლა­დე მის შვილ­ზე და გა­მოყ­ვეს ცალ­კე წარ­მო­ე­ბა­ში ეს საქ­მე. რა­ღაც თქვი გო­დო­ლა­ძე­ზეო და მან ეს თქვა. 2021 წლის ამ­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი, აქეთ ვარ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, გა­მო­ი­გო­ნეს საქ­მე ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ და ახლა ატ­რი­ა­ლე­ბენ ამას. ვი­მე­ო­რებ, მე შე­ტა­ნი­ლი მაქვს სა­ჩი­ვა­რი. ჩემ­ზე მოხ­და ძა­ლა­დო­ბა... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz