დღეს ფერისცვალებაა - რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ | Allnews.Ge

დღეს ფერისცვალებაა - რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 19 აგ­ვის­ტოს მა­ცხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბას აღ­ნიშ­ნავს. დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა მოქ­მედ ტა­ძარ­ში წირ­ვა ჩა­ტარ­დე­ბა.

ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი 12 უდი­დეს დღე­სას­წა­ულ­თა რი­ცხვში შე­დის. რე­ლი­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ თა­ბო­რის მთა­ზე იესო ქრის­ტემ თა­ვი­სი სამი მო­წა­ფის - პეტ­რეს, ია­კო­ბი­სა და იო­ა­ნეს წი­ნა­შე თა­ვი­სი ღვთა­ებ­რი­ვი დი­დე­ბუ­ლე­ბა აჩ­ვე­ნა.

სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, ამ დროს მა­ცხო­ვარ­თან ზე­ცი­უ­რი დი­დე­ბით მო­სი­ლი მოსე და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი იმ ვნე­ბი­სა და ტან­ჯვის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­დნენ, რაც მას იე­რუ­სა­ლიმ­ში ელო­და. მო­ცი­ქუ­ლებს შემ­დეგ თავს ელ­ვა­რე ღრუ­ბე­ლი და­ად­გა, სა­ი­და­ნაც ღვთის ხმა ამ­ბობ­და: ესე არს ძე ჩემი სა­ყუ­ა­რე­ლი, რო­მე­ლი მე სათ­ნო ვი­ყავ. მა­გი­სი ის­მი­ნეთ“ (მათე XVII, 5). ხილ­ვით შე­ში­ნე­ბუ­ლი მო­წა­ფე­ე­ბი პირ­ქვე და­ემხნენ, რო­დე­საც აი­ხე­დეს მათ წი­ნა­შე მხო­ლოდ იესო იდგა. მან გა­აფრ­თხი­ლა მო­მა­ვა­ლი მო­ცი­ქუ­ლე­ბი, რომ ეს ამ­ბა­ვი არა­ვის­თვის ეთ­ქვათ, ვიდ­რე იგი მკვდრე­თით არ აღ­დგე­ბო­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, იე­რუ­სა­ლიმ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ხი­ლუ­ლი სამი სას­წა­უ­ლი აღეს­რუ­ლე­ბა: აღ­დგო­მას ზე­ცი­უ­რი ცე­ცხლის გარ­და­მოს­ვლა, ნათ­ლის­ღე­ბას (19 იან­ვარს), მდი­ნა­რე იორ­და­ნეს უკუქ­ცე­ვა და 19 აგ­ვის­ტოს, ფე­რის­ცვა­ლე­ბის ღა­მეს, თა­ბო­რის მთა­ზე ღრუბ­ლის მოს­ვლა.

myquiz