ქართველ დედას, რომელმაც ახალშობილი იტალიაში, ნაგვის ურნებთან დატოვა, ბავშვის დაბრუნება სურს - როგორც ირკვევა, მან იმ სახლის აბაზანაში იმშობიარა, სადაც მუშაობდა | Allnews.Ge

ქართველ დედას, რომელმაც ახალშობილი იტალიაში, ნაგვის ურნებთან დატოვა, ბავშვის დაბრუნება სურს - როგორც ირკვევა, მან იმ სახლის აბაზანაში იმშობიარა, სადაც მუშაობდა

იტა­ლი­ა­ში, ტა­რან­ტოს ნა­გავ­საყ­რელ­თან და­ტო­ვე­ბუ­ლი ბავ­შვის 23 წლის დე­დამ შვი­ლის მი­ტო­ვე­ბა გა­და­ი­ფიქ­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას იტა­ლი­უ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს. ბოლო ცნო­ბე­ბით, ქარ­თველ­მა ქალ­მა გა­და­წყვი­ტა, ჩვი­ლი, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რივ­მა ექი­მებ­მა ლო­რენ­ცო და­არ­ქვეს, თა­ვად გა­ზარ­დოს.

"სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის მე­ში­ნო­და“, - უთხრა ახალ­გაზ­რდა ქალ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებს, რომ­ლე­ბიც არას­რულ­წლოვ­ნის მი­ტო­ვე­ბის საქ­მეს იძი­ე­ბენ.

ქალი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­ა­ნო გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან უკვე გა­წე­რეს. ის ად­ვო­კატ­თან ერ­თად, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­ვი­და, რათა ბავ­შვის დე­დო­ბა ეღი­ა­რე­ბი­ნა, რის მე­რეც შეძ­ლებს მო­ი­თხო­ვოს შვი­ლის გაზ­რდის უფ­ლე­ბა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გამო, აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­სი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მე­დია წერს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, და­უბ­რუ­ნე­ბენ თუ არა დე­დას მი­ტო­ვე­ბულ ჩვილს თუ და­ნა­შა­უ­ლის გამო, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცე­მენ. მას გა­მო­ძი­ე­ბა არას­რულ­წლოვ­ნის მი­ტო­ვე­ბას ედა­ვე­ბა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა და­ა­კა­ვონ. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ტა­რან­ტოს არას­რულ­წლო­ვან­თა სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა მი­ი­ღოს.

ქარ­თვე­ლი ქა­ლის ის­ტო­რია იტა­ლი­ა­ში

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქალს კი­დევ ერთი, 4 წლის ვაჟი ჰყავს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს.

medium-2023-08-14-17d71bc25d-63466-1692343761.jpg

ამ დრო­ის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ გა­სულ კვი­რას, პა­რას­კევს, 11 სა­ათ­ზე, შუ­ა­დღეს ქალ­მა იმ სახ­ლის აბა­ზა­ნა­ში იმ­შო­ბი­ა­რა, სა­დაც მომ­ვლე­ლად მუ­შა­ობ­და. ბავ­შვის ჭიპ­ლა­რი თა­ვად გა­დაჭ­რა და პლა­ცენ­ტა ნა­გავ­ში გა­და­აგ­დო. მე­ო­რე დი­ლით კი სა­ბან­ში გახ­ვე­უ­ლი ჩვი­ლი სა­ვაჭ­რო ჩან­თა­ში ჩას­ვა და ნა­გავ­საყ­რელ­თან და­ტო­ვა.

მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჩვი­ლი ად­გი­ლობ­რივ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მე­ლიც იმ დროს ძაღ­ლებს ასე­ირ­ნებ­და. მო­ქა­ლა­ქემ ბავ­შვის ტი­რი­ლი გა­ი­გო და მისი პოვ­ნის შემ­დეგ, 118-ზე და­რე­კა. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით ჩვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ქარ­თველ მომ­ვლელს პო­ლი­ცი­ამ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­აგ­ნო. საფრ­თხის ქვეშ იყო ქა­ლის სი­ცო­ცხლეც, რად­გან მას მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი სის­ხლდე­ნა ჰქონ­და. იხილეთ სრულად

myquiz