"ის იტალიაში მარტში ჩამოვიდა, ამ დროს უკვე ორსულობის მე - 4 თვეში იყო" - რა ხდება ცნობილი ქართველ ქალზე, რომელმაც ახალშობილი შვილი ნაგავსაყრელზე დატოვა | Allnews.Ge

"ის იტალიაში მარტში ჩამოვიდა, ამ დროს უკვე ორსულობის მე - 4 თვეში იყო" - რა ხდება ცნობილი ქართველ ქალზე, რომელმაც ახალშობილი შვილი ნაგავსაყრელზე დატოვა

ორი დღის წინ, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ იტა­ლი­ა­ში, ტა­რან­ტო­ში, ნა­გავ­საყ­რელ­ზე ახალ­შო­ბი­ლი და­ტო­ვეს. მალე გა­ირ­კვა, რომ ბავ­შვის დედა ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა იყო. იტა­ლი­ურ მე­დი­ა­ში მომ­ხდარ­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ვრცელ­დე­ბა.

ტა­რან­ტოს ნა­გავ­საყ­რელ­თან მი­ტო­ვე­ბუ­ლი ახალ­შო­ბი­ლის დედა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა და ის 24 წლი­საა.

ქალს 7 დღე მის­ცეს, რათა გა­და­წყვი­ტოს, და­ი­ტო­ვებს თუ არა ბავ­შვს. ქარ­თვე­ლი ქალი ამ­ბობს, რომ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ოჯახ­ში აღ­მზრდე­ლად აიყ­ვა­ნეს და ეში­ნო­და, რომ ჩვი­ლის გამო სამ­სა­ხურს და­კარ­გავ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ცორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქალს კი­დევ ერთი შვი­ლი - 4 წლის ვაჟი ჰყავს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს.

medium-2023-08-12-44edd6692a-40851-1692182563.jpg

ქალი ამ­ჟა­მად ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია ტა­რან­ტოს კლი­ნი­კა "სან­ტი­სი­მა ანუნ­ზი­ა­ტას" გი­ნე­კო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ბავ­შვის დედა ად­გილ­ზე და­კი­თხეს. მე­დია წერს, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, მას ჰყავს ად­ვო­კა­ტი ფრან­ჩეს­კო ზინ­ზი, რომ­ლის თქმი­თაც, ბავ­შვის მა­მაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.

"ქალს ჰყავ­და პარტნი­ო­რი, რო­მელ­თა­ნაც ამ­ჟა­მად და­შო­რე­ბუ­ლია. ასე­ვე ჰყავს კი­დევ 4 წლის ვაჟი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. ის იტა­ლი­ა­ში მარ­ტში ჩა­მო­ვი­და, ამ დროს უკვე ორ­სუ­ლო­ბის მე - 4 თვე­ში იყო. მაგ­რამ არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი ახალ­შო­ბი­ლის მა­მაა", - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

ქალი იტა­ლი­ა­ში ჩა­სას­ვლე­ლად ჯერ სტამ­ბოლ­ში ჩა­ვი­და, შემ­დეგ თვითმფრი­ნა­ვით ბუ­და­პეშ­ტში-ბა­რის რე­ი­სით ტა­რან­ტო­ში მოხ­ვდა. ქალი, სა­დაც მომ­ვლე­ლად მუ­შა­ობ­და, იქვე დამ­საქ­მებ­ლის ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და. ირ­გვლივ ვე­რა­ვინ შე­ამ­ჩნევ­და, რომ ორ­სუ­ლად იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის გაზ­რდილ მუ­ცელს მა­ლავ­და.

მე­დია წერს, რომ ქალ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ იცო­და იტა­ლი­ის კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­ეძ­ლო ანო­ნი­მუ­რად მშო­ბი­ა­რო­ბა. რო­დე­საც ახალ­შო­ბი­ლი იპო­ვეს, ჭიპ­ლა­რი ჯერ კი­დევ ზედ ჰქონ­და. ბავ­შვს "სან­ტი­სი­მა ანუნ­ზი­ა­ტას" სა­ა­ვად­მყო­ფოს ახალ­შო­ბილ­თა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ექი­მებ­მა და ექთ­ნებ­მა ლო­რენ­ცო და­არ­ქვეს. ჩვი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 3 კი­ლოგ­რამს იწო­ნის. იხილეთ სრულად

myquiz