"ძალიან კი გამიჭირდება, მაგრამ შევძლებ, ამოვალ და გავისაუბროთ... ველოდები თქვენს ზარს" - დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს | Allnews.Ge

"ძალიან კი გამიჭირდება, მაგრამ შევძლებ, ამოვალ და გავისაუბროთ... ველოდები თქვენს ზარს" - დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს

შოვ­ში მე­წყერ გა­დარ­ჩე­ნი­ლი და­ვით ჯე­ლა­ძე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს მი­მარ­თავს და წერს, რომ შე­უძ­ლია შოვ­ში მი­ვი­დეს და აჩ­ვე­ნოს კო­ბა­ხი­ძეს ის გზა, რო­მე­ლიც მე­წყრის დროს, დის­შვილ­თან, მა­შოს­თან ერ­თად გა­ი­ა­რა.

"გა­ვი­გე, ბა­ტო­ნი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან შოვ­ში არის და სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს, რომ აპოვ­ნი­ნოს და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ოჯახს, ამის­თვის ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა.

მე შე­მიძ­ლია, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, მო­ვი­დე შოვ­ში, ძა­ლი­ან კი გა­მი­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ შევ­ძლებ, ამო­ვალ და გა­ვი­სა­უბ­როთ და გა­ნა­ხებ ჩემს და მა­შოს გა­და­ად­გი­ლე­ბას, ჩემს მო­ნა­ყოლს თუ არ და­ი­ჯე­რებ, იქ არის ხალ­ხი, ვინც შე­ეს­წრო ჩემს ჯო­ჯო­ხე­თურ გზას და თუ არც მაგ ადა­მი­ა­ნე­ბის ნათ­ქვა­მის გჯე­რა, არ­სე­ბობს ვი­დეო კად­რე­ბი.

ძა­ლი­ან კარ­გად და მშვი­დად ვგრძნობ მე თავს, რად­გან ვარ ყვე­ლა­ნა­ი­რად მარ­თა­ლი... ვე­ლო­დე­ბი თქვენს ზარს", - წერს და­ვით ჯე­ლა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და, თით­ქოს ერთ-ერთი ბავ­შვი 3 სა­ა­თი ებ­რძო­და ღვარ­ცოფს. მი­სი­ვე თქმით, სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ვი­ღაც 3 სა­ა­თი ებ­რძო­და სტი­ქი­ას, უბ­რა­ლოდ, არის ცა­რი­ე­ლი ტყუ­ი­ლი. ამას­თან, კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და ღვარ­ცო­ფის ერთი ნა­პი­რი­დან მე­ო­რე ნა­პირ­ზე ვინ­მე გა­და­სუ­ლი­ყო.

"მე ვერ გე­ტყვით ამ ფო­ტო­ზე, გა­და­ვა­მოწ­მებ არ ვიცი. რა­ტომ იყო სა­ჭი­რო ერთი ნა­პი­რი­დან მე­ო­რე­ზე გა­დას­ვლა ეს არ ვიცი, იმი­ტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრ­თხო იყო იმ ნა­პირ­ზე დარ­ჩე­ნა, იქ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა. ჩვენ ვი­ყა­ვით მე­ო­რე დღეს მაგ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და იქ გა­დას­ვლა იყო პრაქ­ტი­კუ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, ამი­ტომ გა­და­სა­მოწ­მე­ბე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, არ ვიცი, მე უბ­რა­ლოდ ვერ გე­ტყვით მა­გას­თან და­კავ­ში­რე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

myquiz