რამდენი ნაბიჯის გავლაა დღეში საჭირო იმისთვის, რომ დაავადებების გაჩენის რისკი შემცირდეს და სიცოცხლე გახანგრძლივდეს?
მკვლევრებმა გამოავლინეს, თუ რამდენი ნაბიჯის გადაადგმაა საჭირო დღის განმავლობაში სხვადასხვა დაავადებების გაჩენის რისკის შესამცირებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ეს იმაზე ცოტაა, ვიდრე თქვენ გგონიათ.
პრევენციული კარდიოლოგიის ევროპულ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა გვეუბნება, რომ დღეში მინიმუმ 2 337 ნაბიჯის გავლა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გარდაცვალების რისკს ამცირებს, 3 967 ნაბიჯი კი სხვა დაავადებებით სიკვდილის რისკს.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცოტაოდენი სიარულიც კი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ რაც უფრო მეტს დადის ადამიანი, ჯანმრთელობისთვის მით უკეთესია.
კვლევაში ჩართული იყო 226 889 ადამიანი.
"ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რაც უფრო მეტს დავდივართ, მით უკეთესი გავლენა აქვს ამას ჯანმრთელობაზე",- აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი და კარდიოლოგიის პროფესორი, მაჩეი ბანახი.
ჯერჯერობით, იმის ლიმიტი, თუ რამდენი ნაბიჯი უნდა გაიაროს ადამიანმა დღეში, დადგენილი არაა.
სიარული ხშირად ვარჯიშის დაუფასებელი ფორმაა.კვლევამ აჩვენა, რომ ცხოვრების აქტიურ წესს, თუნდაც ეს მაღაზიებში ფეხით სიარული იყოს, ჯანმრთელობისთვის მრავალი სარგებელი მოაქვს.
სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ მოძრაობის და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, მსოფლიოს მასშტაბით, სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
კვლევის თანახმად, დაავადებებთან საბრძოლველად, 60 წლამდე ადამიანებისთვის უფრო ეფექტიანი სიარული, ვიდრე უფროსი ასაკის ადამიანებში. ხანდაზმულებში, რომლებიც დღეში 6 000-დან 10 000 ნაბიჯს გადიოდნენ, 42%-ით შემცირდა სიკვდილიანობა, ხოლო ახალგაზრდებში, რომლებიც დღეში 7 000-13 000 ნაბიჯს დადიოდნენ, 49%-ით. აქედან გამომდინარე, ბანახმა განაცხადა, რომ სჯობს, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დავიწყოთ განსაზღვრული ნაბიჯების გავლა და რაც შეიძლება მეტი ვიაროთ.
დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ცნობით, აშშ-ში ყოველ 33 წამში ერთი ადამიანი იღუპება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიზეზი ხშირადაა უმოძრაობა, ამიტომ, მეცნიერები თვლიან, რომ თუნდაც თუნდაც ხანმოკლე დროით სიარულს შეუძლია, არაჯანსაღი ცხოვრების წესი შეგვიცვალოს.