მითის, აგვისტოს ომის დროს მახათას მთის დაბომბვაზე, თბილისელების ნაწილს კვლავ სჯერა - რა მოხდა სინამდვილეში? | Allnews.Ge

მითის, აგვისტოს ომის დროს მახათას მთის დაბომბვაზე, თბილისელების ნაწილს კვლავ სჯერა - რა მოხდა სინამდვილეში?

ადამიანების ნაწილი ტყუილს რატომღაც უფრო იჯერებს, ვიდრე ობიექტურ სიმართლეს და ერთხელ შეცდომით დაჯერებულის გადათქმა ძალზე უჭირთ...

ერთ-ერთ ასეთ ძალიან „მდგრადი“ ტყუილის, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება, თბილისელების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა - თითქოს მაშინ რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი, ფაქტობრივად, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში - მახათას მთაზე ჩამოაგდო...

რუს აგრესორებს აგვისტოს ომის დროს ქართული ქალაქები და სოფლები ნამდვილად არ დაუზოგავთ დასაბომბად, მაგრამ თბილისის გარეუბანი, რომელიც მათ მართლაც ორჯერ დაბომბეს, იყო თბილისის საავიაციო ქარხნის „ველის“ აეროდრომი, რომელიც დედაქალაქის სამხრეთ საზღვარზე იმყოფება და თბილისის ცენტრიდან, თავისუფლების მოედნიდან პირდაპირი ხაზით 13 კმ-ითაა დაშორებული.

მახათას მთა კი, ფაქტობრივად, თბილისს თავზე გადმოყურებს და იქიდან თავისუფლების მოედნამდე პირდაპირი ხაზით 3 კმ-იც კი არ არის. ადვილი წარმოსადგენია, მაშინ რა რეაქცია ექნებოდათ თბილისელებს, რუსული ნახევარტონიანი ბომბი მართლაც იქ რომ აფეთქებულიყო...

სინამდვილეში კი ყველაფერი ასე მოხდა...

აგვისტოს ომის დაწყების პირველ ორ დღეში რუსულმა საბრძოლო ავიაციამ რამდენიმე მოიერიშე და ბომბდამშენი დაკარგა. რუსი პილოტებისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა 9 აგვისტო, როდესაც შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენ Ту-22М3-ის გარდა, კიდევ სამი მოიერიშე ჩამოვუგდეთ. ამან რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი პუტინი გააცოფა - მის არმიას, რომელსაც პრეტენზია მსოფლიო პირველობაზე ჰქონდა, ვიღაც ქართველები პანტაპუნტით უყრიდნენ საბრძოლო თვითმფრინავებს. ამიტომაც რუსულმა გენერალიტეტმა მიიღო მკაცრი ბრძანება, რადაც უნდა დასჯდომოდათ, საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემა "დაებრმავებინათ", რათა მას ვეღარ აღმოეჩინა ქართულ ცაში შემოჭრილი რუსული საფრენი აპარატები, ამისთვის კი ქართული რადიოლოკატორების წერტილოვანი დარტყმებით განადგურება იყო საჭირო.

რუსი პილოტები განსაკუთრებით უფრთხოდნენ სამკოორდინატიან ფაზირებულანტენიან რადიოლოკატორ 36Д6М -ებს, რომლებიც საქართველომ ჯერ კიდევ ომამდე უკრაინაში იყიდა. იხილეთ სრულად

myquiz