მიწის ნაკვეთი ყველაზე ძვირი წყნეთშია - როგორ შეიცვალა ფასები | Allnews.Ge

მიწის ნაკვეთი ყველაზე ძვირი წყნეთშია - როგორ შეიცვალა ფასები

2021 წელს თბილისის შემოგარენში მიწის გაყიდვების 39%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ძირითადად პანდემიის გამო მომხმარებლის ქცევის ცვლილებით იყო გამოწვეული. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2023 წლის პირველ 6 თვეში მიწის ნაკვეთის ყველაზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა ლისზე, ხოლო შემდეგ კი - საგურამოში.

ამასთან, კვლევის თანახმად, 2023 წლის 6 თვეში, ფასების ყველაზე მაღალი დონე წყნეთში დაფიქსირდა, სადაც კვადრატული მეტრის ფასმა 228 აშშ დოლარს მიაღწია. წყნეთის შემდეგ ყველაზე ძვირი მიწის ნაკვეთი ოქროყანასა ($177) და თხინვალაში ($110) ღირს.

miwa-kvleva-1691821849-1691827448.jpg

„ლისი: გაყიდული ნაკვეთების ფართობი ძირითადად 2000 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია. 2023 წლის იანვარ-ივნისში, მათი წილი მთლიან ტრანზაქციებში 91%-ს შეადგენდა. 2000 კვადრატულ მეტრზე ნაკლები ფართობის მქონე ნაკვეთების საშუალო ფასმა 86$/კვ.მ შეადგინა.

საგურამო: 2023 წლის პირველ ნახევარში გაყიდული ნაკვეთების 55%-ის ფართობი 1000 კვ.მ-ზე ნაკლები იყო, ხოლო 1000-დან 2000კვ.მ-მდე ფართობის ნაკვეთების წილმა 28% შეადგინა. საშუალო გასაყიდმა ფასმა კი 2000კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის ნაკვეთებისთვის 65$/კვ.მ შეადგინა. იხილეთ სრულად

myquiz