უსაფრთხოა თუ არა საქართველოში შავ ზღვაში ბანაობა და როგორია წყლის ხარისხი? | Allnews.Ge

უსაფრთხოა თუ არა საქართველოში შავ ზღვაში ბანაობა და როგორია წყლის ხარისხი?

გა­რე­მოს დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­რიგ­მა მო­ნი­ტო­რინ­გმა აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხი ნორ­მის ფარ­გლებ­შია.

"გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ 26 და 30 ივ­ლისს შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხის მო­რი­გი მო­ნი­ტო­რინ­გი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხი ნორ­მის ფარ­გლებ­შია!

კვლე­ვე­ბი­სას გა­ნი­სა­ზღვრა ქი­მი­უ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი, მათ შო­რის, 13 მძი­მე მე­ტა­ლი, ნავ­თო­ბის ჯა­მუ­რი ნახ­შირ­წყალ­ბა­დე­ბი, 16 პო­ლი­ა­რო­მა­ტუ­ლი ნახ­შირ­წყალ­ბა­დი­სა და სხვა ფი­ზი­კურ-ქი­მი­უ­რი პა­რა­მეტ­რის კონ­ცენ­ტრა­ცია. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინგს 10 დღე­ში ერთხელ, 9 სად­გურ­ზე ახორ­ცი­ე­ლებ­და. 10 ივ­ლი­სი­დან სად­გუ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას და­ე­მა­ტა ანაკ­ლია-გან­მუ­ხუ­რის ტე­რი­ტო­რი­ის 3 წერ­ტი­ლი.

აღე­ბულ სინ­ჯებ­ში ისა­ზღვრე­ბა 59 პა­რა­მეტ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბი. სინ­ჯე­ბი სა­ა­ნა­ლი­ზოდ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის, წყლი­სა და ნი­ა­და­გის ანა­ლი­ზის აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში იგ­ზავ­ნე­ბა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია მა­ღა­ლი სი­ზუს­ტის მქო­ნე ანა­ლი­ტი­კუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბით და სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებ­სა და სტან­დარ­ტებს", - ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz