აუცილებელია თუ არა სექსი ქალის ჯანმრთელობისათვის და რა სიხშირით უნდა ჰქონდეს ადამიანს სექსი, რომ ორსულობა დადგეს? - მანანა მგალობლიშვილი აქტუალურ თემებზე | Allnews.Ge

აუცილებელია თუ არა სექსი ქალის ჯანმრთელობისათვის და რა სიხშირით უნდა ჰქონდეს ადამიანს სექსი, რომ ორსულობა დადგეს? - მანანა მგალობლიშვილი აქტუალურ თემებზე

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე პაციენტების ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს და სქესობრივი ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს. ექიმი განმარტავს, აუცილებელია, თუ არა სქესობრივი ცხოვრება ქალის ჯანმრთელობისათვის:

- ზოგჯერ ქალებს ჰგონიათ, რომ სექსი ჯანმრთელობისათვის აუცილებელია და თუ სპერმა არ მოხვდა მათ ორგანიზმში, გარკვეული ვიტამინები დააკლდებათ და ჯანმრთელობაზე იმოქმედებს. ეს აზრი მცდარია. თუ ქალი სექსის გარეშე თავს კომფორტულად გრძნობს, არ აქვს, მისი მოთხოვნილება, ამაში არც ცუდია რამე და არც კარგი. ეს მის ჯანმრთელობას არ ავნებს. ბუნებამ ასე დაადგინა, რომ სექსი, პირველ რიგში, გამრავლებისთვისაა. ასევე, მას სიამოვნება ახლავს და სიამოვნება რომ არ ყოფილიყო, ალბათ, კაცობრიობა ვერ გამრავლდებოდა. ქალის ორგანიზმისათვის სექსი აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუ ის გარკვეულ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს არ იწვევს. ქალები ხშირად ჰგონიათ, რომ სპერმის სახით მათ ორგანიზმში სასარგებლო ნივთიერებები შედის. ეს ასე არ არის. სპერმის ერთადერთ ფუნქციას განაყოფიერება წარმოადგენს. სექსი სასარგებლოა მხოლოდ მაშინ, როდესაც მას თან დადებითი ემოციები ახლავს. სწორედ ამ დადებითი ემოციების დროს დიდი რაოდენობით ე.წ. სიამოვნების ჰორმონები გამოიყოფა, როგორებიცაა დოფამინი, ოქსიტოცინი, პროლაქტინი და ეს ყოველივე სისხლის მიმოქცევასა და ტვინის ფუნქციას აუმჯობესებს. ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს და ადამიანი უფრო ჯანმრთელი და ბედნიერია.

- სქესობრივი კონტაქტის შემდეგ რამდენ ხანში დგება ორსულობა?

- ქალის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, სპერმატოზოიდები სიცოცხლისუნარიანობას და განაყოფიერების უნარს რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებენ. ეს შეიძლება 4-5 და 6 დღეც კი იყოს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ჯერ კიდევ ოვულაციამდე რამდენიმე დღით ადრე თუ იყო სქესობრივი კონტაქტი, ორსულობა დადგეს.

- მოქმედებს, თუ არა სექსუალურ ცხოვრებაზე საშვილოსნოს და/ან საკვერცხის ამოკვეთა?

- სიამოვნების მიღება, ან ორგაზმი საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ფუნქციასთან არ არის დაკავშირებული. იხილეთ სრულად

myquiz