"აქ ყველა მდუმარედ მუშაობს... ერთი კაცი იყო მოსული ცოლის ამოსაცნობად, ჩემი ცოლი არ არისო, არ სჯეროდა მომხდარი" - რას ჰყვება 18 წლის მოხალისე სტიქიის ზონიდან? | Allnews.Ge

"აქ ყველა მდუმარედ მუშაობს... ერთი კაცი იყო მოსული ცოლის ამოსაცნობად, ჩემი ცოლი არ არისო, არ სჯეროდა მომხდარი" - რას ჰყვება 18 წლის მოხალისე სტიქიის ზონიდან?

შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში და­ღუ­პულ­თა ცხედ­რე­ბის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. 9 აგ­ვის­ტოს მაშ­ვე­ლებ­მა კი­დევ ერთი ცხე­და­რი იპო­ვეს და ამით მე­წყე­რის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 21-მდე გა­ი­ზარ­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაშ­ვე­ლე­ბი კი­დევ 10-ზე მეტ და­კარ­გულს ეძე­ბენ.

18 წლის ვა­სილ დვა­ლა­ძე ერთ-ერ­თია მე­წყრის ზო­ნა­ში მო­მუ­შა­ვე მო­ხა­ლი­სე­ებს შო­რის. ის დღეს ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტია.

- მე ვარ ვა­სილ დვა­ლა­ძე, რაჭ­ვე­ლი, ამ­ბრო­ლა­უ­რი­დან. შო­ვის ტრა­გე­დია თავ­ზარ­დამ­ცე­მი იყო ყვე­ლას­თვის. მე­წყე­რი რაჭ­ვე­ლებს არ უკ­ვირთ, მაგ­რამ ამ მას­შტა­ბის, უხუ­ცე­სებ­საც არ ახ­სოვთ. რა თქმა უნდა, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მო­მინ­და, რომ წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა მე­წყრის ზო­ნა­ში მოხ­ვედ­რილ­თა და­სახ­მა­რებ­ლად, მაგ­რამ თა­ვი­დან მხო­ლოდ და მხო­ლოდ მაშ­ვე­ლებს უშ­ვებ­დნენ და მათ, ვი­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის შემ­დეგ შე­ეძ­ლოთ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა. მერე, როცა გა­ვი­გე, რომ სტი­ქი­ის ზო­ნა­ში "წი­თელ­მა ჯვარ­მა" კარ­ვე­ბი დად­გა, მა­შინ­ვე ამ­ბრო­ლა­უ­რის "წი­თე­ლი ჯვრის" ოფის­ში მი­ვე­დი და ჩა­ვე­წე­რე მო­ხა­ლი­სედ. ჯერ გვას­წავ­ლეს ელე­მენ­ტა­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი, სად რო­გორ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევრთან რო­გორ გვე­სა­უბ­რა, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა და გაგ­ვიშ­ვეს.

racha-34998-1691652418.jpg

ამ­ბრო­ლა­უ­რის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ და­ვით დუ­შუ­აშ­ვილ­თან ერ­თად

- სად დგას "წი­თე­ლი ჯვრის" კარ­ვე­ბი?

- სულ სამი კა­რა­ვია: ორი - ცივ წერ­ტილ­ში, პირ­ველ ხიდ­თან, სა­ნამ შოვ­ში ავალთ, მა­ნამ­დე. ამ ორი­დან ერთი კა­რა­ვი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის­თვი­საა, მე­ო­რე - სა­სურ­სა­თო დახ­მა­რე­ბის­თვის. მე­სა­მე კა­რა­ვი ცხელ წერ­ტილ­ში დგას, ხიდი რომ წა­ი­ღო მე­წყერ­მა (ახლა იქ ახა­ლი სა­ხელ­და­ხე­ლო ხი­დია), იქი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტრში. იქვე მაშ­ვე­ლე­ბის კა­რა­ვი­ცაა, სას­წრა­ფოც დგას. მო­ხა­ლი­სე­ებს ხი­დის იქით გას­ვლის უფ­ლე­ბა არა გვაქვს.

რად­გან მე ამ­ბრო­ლა­უ­რე­ლი ვარ, ამ­ბრო­ლა­უ­რე­ლებ­ზე გი­ამ­ბობთ - ვი­საც შე­უძ­ლია მო­ხა­ლი­სედ ეწე­რე­ბა, ზოგი სურ­სათს გზავ­ნის, ვინ მან­ქა­ნით ემ­სა­ხუ­რე­ბა, ყვე­ლას უნდა სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს და­ეხ­მა­როს. მო­ხა­ლი­სე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა რა­ჭის შე­მო­გა­რე­ნი­და­ნაა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი, სოც­მუ­შა­კე­ბი და ა.შ., სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან არი­ან. რა­ჭას ყვე­ლა გვერ­დში უდ­გას. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­დის დახ­მა­რე­ბა. ჩვენ აღ­ვრი­ცხავთ შე­მო­წი­რუ­ლო­ბებს და ვა­რი­გებთ. იხილეთ სრულად

myquiz