როდის აგრილდება საქართველოში?
ქვეყნის მასშტაბით მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში იუწყებიან. მათი განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 39-40 გრადუსს მიაღწევს, რაც ტყის ხანძრების რისკს ზრდის.
11 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
ექსპერტების ტემპერატურის კლებას აგვისტოს ბოლოდან ვარაუდობენ.