"რაჭველები ყოფილან ხალხი, არცერთ მაღაზიაში ფულს არ გვართმევენ... " - რას ამბობს მაშველი, რომლის სქრინებიც ინტერნეტსივრცეში ვრცელდება
"ფეისბუქ-გვერდი" "უწერა" ერთ-ერთი მოქალაქის - რუსკა შაყულაშვილის სქრინებს აქვეყნებს, სადაც მისი მეხანძრე-მაშველი ძმა რაჭველი ხალხის უდიდეს სიკეთესა და სიძლიერეზე საუბრობს:
„ჩემი მაშველი ძმა იწერებოდა დღეს რაჭველებზე. ასეთ ვითარებაშიც რომ შეძლებს ადამიანი ადამიანად დარჩენას, ალბათ, ამ დროს ვხვდებით, როგორი ძვირფასია მეორე ადამიანის არსებობა ჩვენს ცხოვრებაში.
სინამდვილეში, ჩვენ ისე გვჭირდება ერთმანეთი როგორც ჰაერი, წყალი, მზე და ა.შ. ამიტომ გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ერთმანეთზე,“ - წერს მოქალაქე.