10 მიზეზი, რომელიც ხელს უშლის წონის დაკლებას | Allnews.Ge

10 მიზეზი, რომელიც ხელს უშლის წონის დაკლებას

უარი თქვით გაზიან სასმელებზე და ფასტფუდზე, ეცადეთ, ჯანსაღი საკვები მიირთვათ და რეგულარულად იაროთ სპორტდარბაზში.მაგრამ თუ ეს ღონისძიებები უშედეგოა შესაძლოა გარემოებები ან ჩვევები გიშლით ხელს მიზნის მისაღწევად.

1. მედიკამენტების მიღება

თუ იღებთ ანტიდეპრესანტებს, ორალურ კონტრაცეპტივებს, ეპილეფსიის, ბიპოლარული აშლილობის, შიზოფრენიის, შაკიკის ან დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს, მათ შეიძლება შეაფერხოს წონაში დაკლების პროცესი. ალერგიის ზოგიერთ წამალს და ბეტა-ბლოკატორებს იგივე ეფექტი აქვს.

2. დაავადებები

ზოგიერთმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს წონაში მატება. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, საკვერცხეების პოლიკისტოზი, კუშინგის სინდრომი, დიაბეტი, ჰორმონალური დარღვევები, ძილის აპნოე, ბულიმია.

3. მენოპაუზა

ქალის სასქესო ჰორმონების წარმოების დაქვეითება იწვევს არა მხოლოდ ალებს, ძვლების სიმყიფეს და განწყობის ცვალებადობას, არამედ წონის მატებას. მეტაბოლიზმი ნელდება და ცხიმის მარაგი ძირითადად წელის არეში გროვდება.

4. ძილის ნაკლებობა

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ წონის დასაკლებად, არის შვიდი საათის განმავლობაში ძილი. თუ ნაკლები გძინავთ, ეს იწვევს პრობლემების მთელ კასკადს - შენელებულ მეტაბოლიზმს, სტრესის ჰორმონის კორტიზოლის, სისხლში შაქრის დონის მატებას და ქსოვილების მგრძნობელობის დაქვეითებას ჰორმონ ინსულინის მიმართ.

ეს ყველაფერი იწვევს მადის და სხეულში ცხიმის მატებას.

5. ღამის ბუ ხარ

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ადრე იღვიძებენ, საშუალოდ ნაკლები წონა აქვთ. შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმით, რომ დილის განათება ხელს უწყობს სხეულის შინაგანი ბიოლოგიური რითმების სინქრონიზაციას დღისა და ღამის ბუნებრივ რიტმებთან.

ეს ხელს უწყობს ძილის რეგულარულ რეჟიმს და მეტაბოლიზმის კარგად მუშაობას. არ დაივიწყოთ D ვიტამინი, რომელიც ცხიმების წვას უწყობს ხელს. ის საუკეთესოდ მუშაობს დილით მზის შუქზე. იხილეთ სრულად

myquiz