"მეღვრეკისის შეტაკება დღემდე უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის" - გენერალი მამუკა ყურაშვილი აგვისტოს ომის ნაკლებად ცნობილ ამბებს იხსენებს | Allnews.Ge

"მეღვრეკისის შეტაკება დღემდე უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის" - გენერალი მამუკა ყურაშვილი აგვისტოს ომის ნაკლებად ცნობილ ამბებს იხსენებს

"ქარ­თულ მხა­რეს­თან კი­თხვე­ბი აღარ არ­სე­ბობს. ჩვენ ვმოქ­მე­დებ­დით ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. არ­ცერთ ქარ­თველ ჯა­რის­კაცს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფეხი არ და­უდ­გამს. არ ჩაგ­ვი­დე­ნია და­ნა­შა­უ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე, არ მოგ­ვი­წყვია გე­ნო­ცი­დი. თუ ვინ­მეს რა­ი­მე კი­თხვა ჰქონ­და, ყვე­ლა­ზე გას­ცა პა­სუ­ხი ჰა­ა­გის გა­მო­ძი­ე­ბამ“, - გვე­უბ­ნე­ბა გე­ნე­რა­ლი მა­მუ­კა ყუ­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის შტა­ბის უფ­რო­სი და ყვე­ლა იმ მოვ­ლე­ნის მო­ნა­წი­ლე იყო, რაც ომამ­დე და ომის დროს ხდე­ბო­და. ის დღეს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტია:

- ჩვენ ომის და­წყე­ბამ­დეც უკვე და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ვი­ყა­ვით. სამ­შვი­დო­ბო მან­და­ტი მოშ­ლი­ლი იყო... 7 აგ­ვის­ტოს ბოლო წა­მამ­დე ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით, რომ ეს ვი­თა­რე­ბა მე­ტად აღარ გამ­წვა­ვე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა აგ­რე­სორს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და უკვე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შე­მოჭ­რა. რაც შე­ე­ხე­ბა ჰა­ა­გის გა­მო­ძი­ე­ბას, ჩვენ - მე და ბა­ტო­ნი ზაზა გო­გა­ვა ვი­კი­თხე­ბო­დით პირ­ვე­ლი დღი­დან ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ­დე. გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე გვქონ­და ხელი მო­წე­რი­ლი, რი­თაც ისარ­გებ­ლა დე­ზერ­ტი­რე­ბის გარ­კვე­ულ­მა კო­პორ­ტამ, ეს ხალ­ხი და­კი­თხვის დროს ჩვენს და­ჭე­რას ელო­დე­ბო­და და ათას ზღა­პარს იგო­ნებ­და. მა­გათ, ამ მე­ზღაპ­რე­ებ­მა გა­ა­სა­ღეს თავი პატ­რი­ო­ტე­ბად და მი­ი­ღეს სარ­გე­ბე­ლი... რე­ა­ლუ­რად გმი­რე­ბი კი არი­ან იქ და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი, მე­თა­უ­რე­ბი, ვინც სი­ცო­ცხლის ფა­სად გა­და­არ­ჩი­ნეს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო...

agvistos-5-dge-6-1691479878.jpg

- იქ­ნებ გა­იხ­სე­ნოთ ის დღე­ე­ბი...

- 8 აგ­ვის­ტომ­დე, დიდი ხნით ადრე მი­დი­ო­და ბრძო­ლე­ბი. გვი­ტევ­დნენ ოკუ­პან­ტის­გან გა­თა­მა­მე­ბუ­ლი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ძა­ლე­ბი, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ მო­ამ­ზა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა. ჩვენ არ გვეძ­ლე­ო­და მო­რი­ტო­რინ­გის სა­შუ­ა­ლე­ბა, და ჭო­რის დო­ნე­ზე ვერ და­ვი­წყებ­დით ლა­პა­რაკს, მაგ­რამ წლე­ბის შემ­დეგ პი­რა­დად პუ­ტინ­მა აღი­ა­რა, რომ ის ამ­ზა­დებ­და ბან­დფორ­მი­რე­ბას ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, რათა დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყო ის ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც მოხ­და 7აგ­ვის­ტოს ღა­მეს.

არა­და, რუ­სე­თი, რო­გორც სამ­შვი­დო­ბო მან­და­ტის მქო­ნე, უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის და­შო­რე­ბით, მას მინ­დო­ბი­ლი ჰქონ­და სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სი, ასე­ვე ქარ­თულ მხა­რის სამ­შვი­დო­ბო კონ­ტი­გენ­ტსაც, რო­მე­ლიც ნე­იტ­რა­ლუ­რად უნდა ყო­ფი­ლი­ყო. როცა სამ­ხედ­რო შე­ტა­კე­ბე­ბი და­ი­წყო, რუ­სე­ბი ძა­ლი­ან მალე გა­იქ­ცნენ, ვერ გა­უძ­ლეს იმ ორ­გა­ნი­ზე­ბულ თავ­დაც­ვას, რაც გა­ა­კე­თა ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ. ჩვენ კარ­გად გვახ­სოვს კო­კო­ი­თის გან­ცხა­დე­ბა, რუ­სებ­მა გვი­ღა­ლა­ტე­სო. რუ­სებს ასე ჰქონ­დათ გათ­ვლი­ლი, ქარ­თუ­ლი ჯარი კი არ უნდა შე­სუ­ლი­ყო ცხინ­ვალ­ში, კო­კო­ი­თი უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო გორ­ში, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. ამის მერე გა­და­ვიდ­ნენ პირ­და­პირ აგ­რე­სი­ა­ზე. 1-ლ აგ­ვის­ტოს გა­ა­კე­თეს კა­რი­დო­რი რო­კის გვი­რაბ­ში და და­ი­წყეს მო­სახ­ლე­ო­ბის გაყ­ვა­ნა. მაგ­რამ ამას იმი­ტომ კი არ აკე­თებ­დნენ, რომ ხალ­ხზე ზრუ­ნავ­დნენ, არა­მედ იმი­ტომ, რომ პირ­და­პირ იე­რიშ­ზე გად­მო­სუ­ლიყ­ვნენ შემ­დეგ.

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, ჩვე­ნი სა­ო­ცა­რი ბი­ჭე­ბის - შინ­დის­ში ჩა­დე­ნი­ლი გმი­რო­ბის გარ­და, არ­სე­ბობს ერთი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნაკ­ლე­ბად იცის..

- სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში შე­ტე­ვა რუ­სეთ­მა 11 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო, მას შემ­დეგ, რაც ცხინ­ვალ­სა და აფხა­ზეთ­ში საკ­მა­რი­სად დიდი ძა­ლე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. იმა­ვე დღეს ქარ­თულ­მა ჯარ­მა უკან და­ხე­ვი­სა და თბი­ლი­სის მი­სად­გო­მებ­თან დე­და­ქა­ლა­ქის და­სა­ცა­ვად გან­ლა­გე­ბის ბრძა­ნე­ბა მი­ი­ღო. ამ რუ­სუ­ლი წინსვლი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის უკან­და­ხე­ვის პრო­ცეს­ში რამ­დე­ნი­მე შე­ტა­კე­ბა მოხ­და. მათ­გან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია ტრა­გი­კუ­ლი ბრძო­ლა შინ­დის­თან. თუმ­ცა, სამ­ხედ­რო შე­დე­გე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სხვა ორი შე­ტა­კე­ბა. მათ­გან ერთს ჩვენ­თან შინ­დის­ზე ბევ­რად იშ­ვი­ა­თად ახ­სე­ნე­ბენ, ხოლო მე­ო­რე, სა­ერ­თო­დაც, სრუ­ლი­ად უც­ნო­ბია ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

11 აგ­ვის­ტოს, დი­ლით, ქა­ლაქ ცხინ­ვა­ლის და­სავ­ლე­თი­თა და აღ­მო­სავ­ლე­თით შეგ­როვ­და რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის ორი დაჯ­გუ­ფე­ბა. მათი და­ვა­ლე­ბა იყო წინსვლა გო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, ლი­ახ­ვის მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს გას­წვრივ. ორი­ვე დაჯ­გუ­ფე­ბას ავან­გარ­დში მე­დე­სან­ტე­ე­ბი ჰყავ­და, ხოლო ძი­რი­თად ძა­ლას მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი შე­ნა­ერ­თე­ბი შე­ად­გენ­და. და­სავ­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა ტბე­თი-ავ­ნე­ვის გზით და­იძ­რა, თუმ­ცა მა­ლე­ვე მის­მა ავან­გარ­დმა გზა მი­ა­ტო­ვა, ავ­ნევ­სა და ზემო ნი­ქოზს შო­რის მინ­დვ­რე­ბი გა­ი­ა­რა და ვა­რი­ა­ნის­კენ და­იძ­რა. ძი­რი­თად­მა ძა­ლებ­მა ავ­ნე­ვი-ზემო ნი­ქო­ზის გზით გა­აგ­რძე­ლეს მოძ­რა­ო­ბა. სწო­რედ ამ დროს, შუ­ა­დღი­სას, სო­ფელ ზემო ხვით­ში ქარ­თველ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ამ რუ­სუ­ლი კო­ლო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩა­საფ­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რის შე­დე­გა­დაც რუ­სებ­მა დიდი და­ნა­კარ­გი ნა­ხეს. ორმა რუ­სულ­მა ასე­ულ­მა მო­ას­წრო ზემო ხვი­თის გავ­ლა ჩა­საფ­რე­ბამ­დე, მაგ­რამ რუ­სუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ჩა­საფ­რე­ბის შე­დე­გად ზემო ხვით­თან გა­ჩერ­და და იმ დღეს წინსვლა აღარ გა­უგ­რძე­ლე­ბია. სამ­ხრე­თის­კენ ეს ძა­ლე­ბი მხო­ლოდ მომ­დევ­ნო დღეს, 12 აგ­ვის­ტოს, დი­ლით და­იძ­რნენ.

myquiz