"ტყიდან გადმოვიდნენ და ფიცრებით ბილიკი გაგვიკეთეს. სიხარულისგან ვბღაოდით. ერთ-ერთმა ჩემი შვილი მთელი გზა ხელით ატარა" - მოქალაქე სტიქიისგან გადარჩენის ამბავს ჰყვება | Allnews.Ge

"ტყიდან გადმოვიდნენ და ფიცრებით ბილიკი გაგვიკეთეს. სიხარულისგან ვბღაოდით. ერთ-ერთმა ჩემი შვილი მთელი გზა ხელით ატარა" - მოქალაქე სტიქიისგან გადარჩენის ამბავს ჰყვება

შოვ­ში სტი­ქი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე, მა­რი­ამ ბე­რი­ა­ნი­ძე ყვე­ბა, თუ რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნეს ის და მისი ოჯა­ხი.

"მე ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნი ვარ იმ 16 დან, რო­მე­ლიც მე­წყერ­ში მოყ­ვა და გა­დარ­ჩა. გა­დავ­რჩით მთე­ლი ოჯა­ხი მე მე­უღ­ლე და ჩემი 4 წლის ბიჭი. მინ­და მად­ლო­ბა გა­ვუ­ხა­დო რაჭ­ველ უმაგ­რეს ბი­ჭებს.

ვიცი მხო­ლოდ ერ­თის სა­ხე­ლი ლაშა, რო­მე­ლიც ჰალ­კი­ვით და­კუნ­თუ­ლია და ჩვენ­თვის იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი იყო . 2 სა­ა­თი ნა­ხევ­რად ჩაფ­ლუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით შუ­ა­გულ მე­წყერ­ში.

უცებ ვხე­დავთ ამ ლა­შას და კი­დევ მის რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს, რომ­ლე­ბიც შო­ვის ტყი­დან გად­მო­ვიდ­ნენ და დან­გრე­უ­ლი კო­ტე­ჯე­ბის ფიც­რე­ბით ბი­ლი­კი გაგ­ვი­კე­თეს. სი­ხა­რუ­ლის­გან ვბღა­ო­დით. ერთ-ერ­თმა ჩემი შვი­ლი მთე­ლი გზა ხე­ლით ატა­რა.

არ ვიცი აქ ხართ თუ არა ბი­ჭე­ბო, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ კარ­გად ხართ. მად­ლო­ბა უდი­დე­სი, უღ­რმე­სი თქვე­ნი ამა­გი მთე­ლი სი­ცო­ცხლე გაგ­ვყვე­ბა. მინ­და მუ­დამ ჯან­მრთე­ლე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი იყოთ.

ასე­ვე უდი­დე­სი მად­ლო­ბა ონის სა­ა­ვად­მყო­ფოს მთელს პერ­სო­ნალს ვინ გვაჭ­მევ­და და ვინ გვაც­მევ­და აღარ ვიცი. ყვე­ლაა სა­თი­თა­ოდ მო­დი­ო­და და გვეხ­მა­რე­ბო­და. მად­ლო­ბა ხალხნო თქვე­ნი გვერ­დში დგო­მა ჩვენ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო", - წერს მა­რი­ამ ბე­რი­ა­ნი­ძე.

ცნო­ბის­თვის, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო "სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა.

ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. მაშ­ვე­ლებ­მა შეძ­ლეს 210 ადა­მი­ა­ნის უვ­ნებ­ლად გა­მოყ­ვა­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სტი­ქი­ას 17 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ძებ­ნი­სა და სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ დრომ­დე გრელ­დე­ბა.

მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო 7 აგ­ვის­ტო გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.

myquiz