ვინ არიის გოგონა, რომლის ფოტო სტიქიის პირველ წუთებში გავრცელდა?
3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული, მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა. მაშველებმა შეძლეს 210 ადამიანის უვნებლად გამოყვანა.
მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
გადარჩენილ მოქალაქეებს შორის არის გოგონა, რომლის ფოტო სტიქიის პირველივე წუთებში გავრცელდა. ეს ტასი ქიმერიძეა.
"ჩემი სიცოცხლე, ჩემი მამაცი გოგო" - წერს გოგონას დედა სოციალურ ქსელში.