შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა | Allnews.Ge

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა, რაშიც თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, დაღუპულია 17 პირი.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

myquiz