შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. რამდენიმე წუთის წინ, მაშველებმა სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა, რაშიც თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, დაღუპულია 15 პირი.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.