როდის მიიღებს საქართველო სამძებრო და სამაშველო ფუნქციების 3 შვეულმფრენს, რომელსაც 26.5 მლნ ევროდ ყიდულობს? | Allnews.Ge

როდის მიიღებს საქართველო სამძებრო და სამაშველო ფუნქციების 3 შვეულმფრენს, რომელსაც 26.5 მლნ ევროდ ყიდულობს?

2022 წლის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა „სუპერ პუმას“ ყიდის და სამაშველო შვეულმფრენებს ყიდულობს.

კერძოდ, 2022 წელს გამოცხადებული შესყიდვის პირობებით, მთავრობა AS-332 L1e ტიპის ვერტმფრენს ყიდდა, სანაცვლოდ კი 3 ერთეული თანამედროვე სტანდარტების შვეულმფრენი უნდა ეყიდა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება როგორც საპოლიციო, ასევე სამაშველო მისიებში.

„საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე რიცხული AS-332 L1e ტიპის შვეულმფრენი განკუთვნილია მხოლოდ მაღალი რანგის პირების გადასაყვანად, აღნიშნული შვეულმფრენის კომპლექტაცია არ იძლევა საშუალებას, გამოყენებული იქნას პოლიციური და სამაშველო მისიებისთვის.

„Airbus Helicopters S.A.S“-მა მოლაპარაკების პროცესში გამოთქვა მზაობა პრივატიზების გზით შეიძინოს მისივე წარმოებული აღნიშნული საფრენი აპარატი, მასზე დამონტაჟებული სხვადასხვა აღჭურვილობით, რომლის საპრივატიზებო თანხად განსაზღვრა 5 500 000 ევრო (რომელიც ჩაერიცხება შსს მომსახურების სააგენტოს).

ამასთან, AIRBUS-მა გამოთქვა მზაობა საერთო პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შეღავათიან ფასად (საერთო ღირებულება 26 500 000 ევრო) შევისყიდოთ 3 ერთეული H 145 ტიპის შვეულმფრენი (რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც საპოლიციო, ასევე სამაშველო მისიებში) და შესაბამისი სხვადასხვა სათადარიგო ნაწილები.

H145 არის მცირე ზომის მრავალფუნქციური შვეულმფრენი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. იხილეთ სრულად

myquiz