"უყვებიან, რომ სინამდვილეში საქართველო ირანია, ყოველთვის ირანი იყო და ბოლო 200 წელია რუსებმა დაგვიპყრეს და გაგვაქრისტიანეს"- რას აცხადებს ალეკო ელისაშვილი? | Allnews.Ge

"უყვებიან, რომ სინამდვილეში საქართველო ირანია, ყოველთვის ირანი იყო და ბოლო 200 წელია რუსებმა დაგვიპყრეს და გაგვაქრისტიანეს"- რას აცხადებს ალეკო ელისაშვილი?

ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულმა სუბიექტებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ტურებს გეგმავენ და ვიზიტორებს შესაბამის მომსახურებას სთავაზობენ. გიდები ამბობენ, რომ დღეს საქართველოში მომუშავე უცხოელი ტუროპერატორების 99% რუსეთის მოქალაქეა და მოითხოვენ, ამ მიმართულებით სახელმწიფომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. ქართველი გიდები ასევე მოითხოვენ, რომ ყველა ფიზიკურმა პირმა, ვისაც ტუროპერატორობა უნდა, შეისწავლოს ქართული ენა, საქართველოს ისტორია, მიიღონ სამუშაო ნებართვა, დარეგისტრირდეს და ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადი შეიტანოს.

ამ დარგში რომ სრული განუკითხაობაა, ამის შესახებ საუბრობს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილიც...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში, უცხოელი გიდების მხრიდან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აღვირახსნილი მავნებლობა ხორციელდება, მეორე მხრივ კი, ქართველ გიდებს შემოსავლის წყაროს აკარგვინებენ..."

"ბევრჯერ შევსწრებივარ უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდები როგორ უყვებიან ტურისტებს იმას, რაც თვითონ აწყობთ. მაგალითად, ირანელი გიდები საკუთარ თანამემამულეებს უყვებიან, რომ სინამდვილეში საქართველო ირანია, ყოველთვის ირანი იყო და ბოლო 200 წელია რუსებმა დაგვიპყრეს და გაგვაქრისტიანეს, თორემ ადრე თუ გვიან, ისევ დავბრუნდებით და გავხდებით ირანის ნაწილი..."

"სახელმწიფომ, პირველმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საკუთარი მოქალაქეები ჩააყენოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, საქართველოს მოქალაქე გიდების უფლებები უნდა დაიცვას! ტურიზმის შესახებ კანონპროექტში სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და ეს უნდა გამკაცრდეს. სერტიფიცირება უნდა იყოს სავალდებულო, გიდის პროფესიის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, ეს პროფესია მეტად უნდა დაფასდეს სახელმწიფოსგან..."

ჟურნალი "გზა"

ხათუნა ბახტურიძე

myquiz