ვის ეკუთვნის „სანსეტ შოვი“ და როგორი იყო სტიქიამდე შოვის კურორტის განვითარების 130 მლნ-იანი გეგმა? | Allnews.Ge

ვის ეკუთვნის „სანსეტ შოვი“ და როგორი იყო სტიქიამდე შოვის კურორტის განვითარების 130 მლნ-იანი გეგმა?

სასტუმრო „სანსეტ შოვი“, რომელიც გუშინ, 3 აგვისტოს სტიქიის ზონად იქცა, შპს ფროფერთი მენეჯმენტ-ის საკუთრებაა.

კომპანია 2012 წელს დარეგისტრირდა. წილის 100%-ს კი, საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ქაფიანიძე ფლობს.

სასტუმრო „სანსეტ შოვი“, რომელიც ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, თბილისიდან 265 კმ-ში მდებარეობს პირველი ევროსტანდარტების შესაფერისი სასტუმროა, რომელიც სტუმრებს 2013 წლის ივნისიდან მასპინძლობდა. სასტუმროში 30 ნომერი და 2 კოტეჯია.

აღსანიშნავია, რომ ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია “სიმეტრიას“ ( www.simetria.ge/ge ) თაოსნობით, 2017 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს კურორტ შოვის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებისთვის აუცილებელი სამუშაოები. იხილეთ სრულად

myquiz