"ახლა კარგად ვართ, მეწყერიც შეჩერებულია, რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის" - შოვში ჩამოწოლილ მეწყერს, ადილობრივების ინფორმაციით, მხვერპლი არ მოჰყოლია
რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერს, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის შესახებ "სანსეტ შოვის“ თანამშრომელმა, ქეთი მაისურაძემ განაცხადა.
"ახლა კარგად ვართ, მეწყერიც შეჩერებულია. ყველაფერი კარგად არის. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. კიბით ჩამოვიყვანეთ სტუმრები, უკანა მხრიდან. ყველანი კარგად ვართ. დროულად იყოჩაღეს და კარგად არის ყველაფერი. მეწყერიც შეჩერებულია. ხიდები წაღებულია, ველოდებით ვერტმფრენს", - ამბობს ქეთი მაისურაძე "ფორმულასთან“ რომელიც "სანსეტ შოვში“ იმყოფება.
ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები. როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები