რაჭაში მეწყერში 16 ადამიანი მოჰყვა, მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ - რა ვიცით რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე? | Allnews.Ge

რაჭაში მეწყერში 16 ადამიანი მოჰყვა, მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ - რა ვიცით რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე?

რაჭაში, შოვში, წინასწარი ინფორმაციით, მწყერში 16 ადამიანია მოყოლილი და მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. როგორც „საქართველოს ამბებს“ ადგილობრივებმა უთხრეს, მეწყერში მოყოლილებს შორის 6 ბავშვია.

„საქართველოს ამბები“ შოვში მყოფ რამდენიმე ადამიანს ტელეფონით ესაუბრა. მათი თქმით, ვითარება ძალიან მძიმეა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა. შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ღვარცოფმა წაიღო, რის გამოც მაშველები ადგილზე ჯერ არ მისულან.

ხალხი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გადაუდებელ დახმარებას ითხოვს

myquiz