ვლადიკავკაზში კონცერტის გაუქმების შემდეგ, მეგი გოგიტიძე ბათუმში კონცერტის გამართვას გეგმავს - როდის გაიმართება სოლო კონცერტი? | Allnews.Ge

ვლადიკავკაზში კონცერტის გაუქმების შემდეგ, მეგი გოგიტიძე ბათუმში კონცერტის გამართვას გეგმავს - როდის გაიმართება სოლო კონცერტი?

ვლადიკავკაზში კონცერტის გაუქმების შემდეგ, მომღერალი მეგი გოგიტიძე ბათუმში სოლო კონცერტის გამართვას გეგმავს.

როგორც მეგი გოგიტიძე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ამბობს, კონცერტი 19 აგვისტოს, საზაფხულო თეატრში, 21:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ვლადიკავკაზში მეგი გოგიტიძის კონცერტი 16 და 26 აგვისტოს უნდა გამართულიყო. ღონისძიებაში მონაწილეობა კიდევ ერთ ქართველ მომღერალს, დავით კენჭიაშვილსაც უნდა მიეღო.

ვლადიკავკაზში კონცერტის დაანონსებას დროებით ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისა და ე.წ პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა. როგორც ისინი აცხადებდნენ, "სამხრეთ ოსეთის ტრაგედიის 15 წლისთავზე" [იგულისხმება 2008 წლის ომი] ასეთი კონცერტის დაგეგმვა მკრეხელური და დამცინავია. შედეგად დაგეგმილი ღონისძეიბა გაუქმდა.

myquiz