"ნათია ცოცხალია და ის ბიჭი, ვინც ის გაიტაცა, ციხეშია" - რას აცხადებს გაუჩინარებული გოგონას დედა? | Allnews.Ge

"ნათია ცოცხალია და ის ბიჭი, ვინც ის გაიტაცა, ციხეშია" - რას აცხადებს გაუჩინარებული გოგონას დედა?

ოკუ­პი­რე­ბულ გალ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, ნა­თია ბახ­ტა­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე­ზე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა "ეხო-კავ­კა­ზა" სა­კუ­თარ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობს.

მა­ნამ­დე მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბახ­ტა­ძე ტყე­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას გო­გო­ნას დედა, ია­მზე აგუ­მა­ვა არ ადას­ტუ­რებს.

"ნა­თია ცო­ცხა­ლია და ის ბიჭი, ვინც ის გა­ი­ტა­ცა, ცი­ხე­შია“, - წერს აგუ­მა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

და­კა­ვე­ბუ­ლი აფხა­ზი აი­ნარ წვიჟ­ბაა. რო­გორც ირ­კვე­ვა, მას რა­ი­ონ­ში ბიზ­ნე­სი და გავ­ლე­ნე­ბი აქვს, ის ქარ­თველ გო­გო­ნას­თან და­ახ­ლო­ე­ბას დიდი ხა­ნია ცდი­ლობ­და, თუმ­ცა, უარს იღებ­და...

"ნა­თია სო­ხუმ­ში სწავ­ლობ­და და რო­გორც ჩანს, წვიჟ­ბა იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ავიწ­რო­ებ­და მას. ის გაქ­ცე­ვას აპი­რებ­და, მაგ­რამ სა­ბუ­თე­ბი ვერ გა­ა­კე­თა. ამი­ტომ ის ვერ­სი­აც ვრცელ­დე­ბა, რომ ვი­ღა­ცე­ბის დახ­მა­რე­ბით აფხა­ზე­თის და­ტო­ვე­ბას ცდი­ლობ­და, ეს ამ­ბა­ვი წვიჟ­ბამ გა­ი­გო და გა­ი­ტა­ცა.

იმე­დია, სამ­შვი­დო­ბოს არის, მაგ­რამ ასე რომ იყოს, დე­დას ხომ და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და... თუმ­ცა, ქალი ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი ცო­ცხა­ლია და ეს უკვე იმე­დის მომ­ცე­მია.

აქ ხომ ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლე­ნე­ბით არის. წვიჟ­ბაც გავ­ლე­ნი­ა­ნია და სულ არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რომ საქ­მე ჩა­ი­ფარ­ცხოს ან რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, სიმ­ბო­ლუ­რი სას­ჯე­ლი და­ა­კის­რონ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ გავ­რცელ­და ტყის ვერ­სია, რა­ტომ მუ­შა­ობ­და მი­ლი­ცია ტყე­ში, სა­დაც სხვა ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს" - ამ­ბო­ბენ აფხა­ზე­ბი.

28 წლის ბახ­ტა­ძე გალ­ში 28 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. 31 ივ­ლისს მის­მა დე­დამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, სა­დაც შვი­ლის მო­ძებ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და.

myquiz