რამდენი პირი დააკავეს ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე? | Allnews.Ge

რამდენი პირი დააკავეს ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე?

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე 9 პირი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

„სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 9 პირია დაკავებული.

აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, -განაცხადეს შსს-ში.

ცნობისთვის, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" საპროტესტო აქციით დახვდნენ. პორტთან აქციას მართავენ რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

მოქალაქეებმა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.

myquiz